
ვატო ბაბუნაძე
“ჩემი, როგორც მენტორის, უმთავრესი მიზანია, ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით გავუზიარო ცოდნა სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან გრაფიკული დიზაინით იმისთვის, რომ შეძლონ თავიანთი მიზნების რეალიზება”.
შემოქმედებითი სფეროები ბავშვობიდან იზიდავდა, თუმცა უშუალოდ გრაფიკული დიზაინით პირველად 2020 წელს დაინტერესდა და გადაწყვიტა კურსის გავლა ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.
კურსის გავლის შემდეგ, 2020 წელს დაიწყო მუშაობა სტაჟიორად სარეკლამო კომპანია “მეგასერვისისში”.
შემდგომ, 2021 წელს დასაქმდა სტამბაში, პარალელურად კი თანამშრომლობდა ცხოველების საჭმლის მწარმოებელ კომპანია “ტაოფუდ”-თან.
2023 წელს მუშაობა განაგრძო ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილეს პოლიგრაფიულ კომპანია “სტამბა ფავორიტში”, რის პარალელურადაც თანამშრომლობდა მარკეტინგულ კომპანია “მარტექს”-თან.
ამის შემდეგ კი დასაქმდა გემბლინგის მიმართულების მქონე საერთაშორისო კომპანიაში სენიორ გრაფიკულ დიზაინერად, სადაც დღემდე მუშაობს.