fbpx

თორნიკე თაკვარელია

უფროსი პროგრამული ინჟინერი პირველი შეხება დეველოპმენტის სფეროსთან, ჯერ კიდევ, აბიტურიენტობის პერიოდში, 2013 წელს ჰქონდა. ინდუსტრიაში აქტიურად 2016 წლიდან ჩაერთო. სწავლობდა პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით, კავკასიის უნივერსიტეტში. 2017-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს ბანკში დეველოპერის პოზიციაზე. 2019-2021 წლებში ამავე კომპანიაში გახდა Chapter Lead-ი. 2021-2023 წლებში შეუერთდა Epam-ის გუნდს, პროგრამული ინჟინერის პოზიციაზე. დღეს კი არის უფროსი პროგრამული ინჟინერი. უმუშავია შემდეგ კომპანიებთან: VTB ბანკი, საქართველოს ბანკი, BeyondTrust, International Airlines Group და ა.შ. მის ინდივიდუალურ პროექტებს შორის არის: ამინდის პროგნოზის ვებ აპლიკაცია, ნაბიჯების დამთვლელი მობილური აპლიკაცია, კოვიდის სტატისტიკის ვებ აპლიკაცია და ა.შ.