fbpx

თიკო თაბუაშვილი

გრაფიკული დიზაინერი, მხატვარი

მისი ხელოვნებასთან კავშირი 2012 წლიდან იწყება. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. 2018 წელს სწავლა განაგრძო სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. 

2020 წელს მუშაობა დაიწყო ჯერარსის კლინიკაში, სადაც მისი საქმიანობა სოციალური მედია არხების ვიზუალებისა და ბეჭდური პროდუქტების შექმნას გულისხმობდა. პარალელურად მუშაობდა კომპანია Talgame-ში და ფრილანს პროექტებზე.

მის პორტფოლიოში შეხვდები შემდეგ პროექტებს: The Media Development Foundation (2018), Women Empowerment Regional Conference (2020), Location map designs for Bokiko Croatia (2020).

ინდივიდუალური პროექტები: მხედრული ანბანი, სტილიზებული ციფრული ვერსია, სამაგიდო თამაში,,24 თეორემა“ და ა.შ.

ამჟამად მუშაობს ფრილანსერად და ქმნის ვიზუალურ იდენტობას ბრენდებისთვის.