fbpx

თაზო მეიფარიანი

სინიორ გრაფიკული დიზაინერი

ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო ციფრული ილუსტრაციების ხატვა. აქტიურად იყენებდა ფოტოშოპს და აქედან გაუჩნდა ინტერესი კონკრეტულად გრაფიკული დიზაინის მიმართ.

2018 წლიდან აქტიურად ჩაერთო ინდუსტრიაში.

მისი პროფესიული გამოცდილება ,,თაობის“ (საერთაშორისო კინოფესტივალი) გუნდში მოხვედრიდან იწყება. ამის შემდეგ სტამბა ,,სეზანში“ დაიწყო მუშაობა, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა.

მალევე შეუერთდა ,,Socialsharks“-ის გუნდს, გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. კრეატიულ სააგენტოში მუშაობამ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა მისი გამოცდილება და ხედვა.

ამჟამად არის სინიორ გრაფიკული დიზაინერი კომპანია ,,Socialboost-ში“. ასევე მუშაობს, როგორც ფრილანს დიზაინერი. 

უმუშავია შემდეგი კომპანიებისთვის: Colliers International, TBC Bank, TBC Pay, Glovo, Bank of Georgia, Socialboost და ა.შ.