თამარ ჭყოიძე
Front-End დეველოპერი
ბავშვობაში ლიტერატურითა და ხატვით იყო დაინტერესებული. ვერასდროს წარმოიდგენდა საკუთარ თავს ვებ დეველოპმენტში, თვლიდა რომ ეს არ იყო შემოქმედებითი სფერო.
პანდემიის დროს გაუჩნდა სურვილი, რომ დისტანციური, აქტუალური და ამავდროულად საინტერესო საქმე შეესწავლა, ასე აღმოაჩინა ვებ დეველოპმენტი, რომელმაც მთლიანად მოიცვა მისი ცხოვრება.
2010-2014 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. 2014-2017 წლებში კი სწავლობდა მაგისტრატურაზე შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სპეციალობით.
მას შემდეგ, რად გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა გაიარა კურსები ვებ დეველოპმენტის მიმართულებით: Front-End (HTML & CSS), JavaScript-ი და React-ი.
ამის შემდეგ გაიარა სტაჟირება Tbilisi BootCamp-ში. პარალელურად ჩართული იყო კერძო პროექტში: VeyVey, როგორც მარქაფერი.
სხვადასხვა დიზაინების მიხედვით აწყობილი აქვს HTML/CSS-ის სხვადასხვა დონის მარქაფი, ასევე JavaScript-ის რამდენიმე ნამუშევარი, “Portfolio” და React-ის საიტი.