fbpx

სოფიო ლეჟავა

Lead პორტფოლიო მენეჯერი

პირველად ინტერესი სფეროსადმი 2012 წელს გაუჩნდა, როდესაც სტუდენტობის პერიოდში ერთ-ერთ პროექტის თანაორგანიზატორი იყო. ეს ინტერესი დროთა განმავლობაში უფრო გაუმძაფრდა და მალევე პროფესიად აქცია.

სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით (ბაკალავრის ხარისხი). შემდეგ კი სწავლა განაგრძო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მენეჯმენტის მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი).

2013 წელს მუშაობა დაიწყო დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში, აიტი პროექტ მენეჯერის პოზიციაზე. აქ მოსინჯა მენეჯერული და პროაქტიული უნარები და დარწმუნდა, რომ სწორი სფერო აირჩია.

2020 წლიდან დღემდე კი მუშაობს კომპანია აჭარაბეთში, ლიდ პორტფოლიო მენეჯერის პოზიციაზე.

ამავდროულად არის PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და სოციალური მედიის დირექტორი.

მისი გამოცდილება მოიცავს ისეთი პროექტების მართვას, როგორიც არის: ავტომატიზაციისაა და ბიზნეს უწყვეტობის პროექტები, ციფრული პროდუქტები, აიტი ინფრასტრუქტურული, მარკეტინგული ვებ პროექტები. 

აქვს შემდეგი სერტიფიკატები: PMP , PMI -ACP , PSM I.

მის პორტფოლიოში შეხვდებით ავტომატიზაციის პროექტებს, ვებ პლატფორმების აჭარაბეთ ევარდსის, ამბასადორების, აიტი ინფრასტრუქტურის პროექტებსა თუ სხვას.