სონია გულაღაშვილი
ქოფირაითერი, კრეატიული დირექტორი
მისთვის არასდროს იყო დამთრგუნველი საყვარელი გადაცემის მიმდინარეობისას რეკლამის დაწყება. ყოველთვის უყურებდა და მოსწონდა საინტერესო, უნიკალური რეკლამა.
მის ყოველდღიურობაში დიდი ადგილი უკავია ფოტოგრაფიას, კინოს და ლიტერატურას. მოსწონს ყველაფრის კეთება, რაც ამბის თხრობის ხელოვნებას უკავშირდება.
სამართლის ბაკალავრიატს ამთავრებდა, როდესაც ქოფირაითინგი გამოჩნდა მის ცხოვრებაში. კრეატიულ ინდუსტრიაში 2017 წელს მოხვდა, როდესაც ციფრულ-კრეატიულ სააგენტო “ლივინგსტონში” დაიწო მუშაობა. ლივინგსტონში მიღებული 5-წლიანი გამოცდილების შემდეგ, გადავიდა საკონსულტაციო სააგენტო “მაგსმენში” კრეატიულ დირექტორად. ამ დროის განმავლობაში მის გუნდთან ერთად მუშაობდა ისეთი ბრენდებისა და ინსტიტუტების საკომუნიკაციო კამპანიებსა თუ ბრენდინგზე, როგორიც არის: Liberty, Cashback, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დარიანი, საქართველოს რკინიგზა და სხვა.
ინდივიდუალური პროექტები: დარიანი (ნეიმინგი, ბრენდინგი), ტექნიკური უნივერსიტეტის რებრენდინგი, ქეშბექის კრეატიული კამპანიები და სხვა.