სოფო მამარდაშვილი
ინტერიერის დიზაინერი
“ჩემი, როგორც მენტორის მიზანია, ვორშოფების განმავლობაში დავეხმარო სტუდენტებს 3D max – ის, როგორც ინტერიერის დიზაინერისათვის ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყოს შესწავლაში”.
ინტერესი ამ სფეროსადმი ბავშვობიდან ჰქონდა, თუმცა უშუალოდ პროფესიად 2017 წელს აქცია, როდესაც თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა არქიტექტურის ფაკულტეტის ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.
2019 წელს მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთში გამართულ ფერწერის ვორქშოფში, ხოლო 2023 წელს ჩააბარა მაგისტრატურაზე ისევ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, იმავე მიმართულებით.
უშუალოდ ამ სფეროში დასაქმებულია 2021 წლიდან, როდესაც მუშაობა დაიწყო ავეჯის დიზაინერად კომპანია ,,Pro Dot”-ში და ასევე პარალელურად რბილი ავეჯის საწარმო ,,Pillow”-სთვის ამზადებდა რბილი ავეჯის 3D მოდელებს.
2022 წლიდან შეუერთდა ინტერიერის დიზაინის საპროექტო კომპანია ,,ARCHENOME”-ს გუნდს, სადაც მონაწილეობას იღებს, როგორც უშუალოდ ინტერიერის დიზაინის დაგეგმვაში, ასევე ვიზუალიზაციაში, საპროექტო ნახაზების მომზადებაში, მასალების შერჩევაში. კომპანიაში დღეს ხელმძღვანელობს 3D ვიზუალიზაციის მიმართულებას.
უმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: HOLIDAY INN EXPRESS TBILISI AVLABARI, MON ARCH, ARCHENOME, PILLOW, M Clinic სტომატოლოგიური კლინიკა და ინდივიდუალურ პროექტებზე (საცხოვრებელი სახლების ინტერიერი).