fbpx
სერგო ტიტენკოვი - ბრენდ დიზაინის კურსი

სერგო ტიტენკოვი

ბრენდ დიზაინერი

2000 წლიდან არის გრაფიკული დიზაინერი. მის მიმართულებებს მოიცავს: აიდენტიკა, ბრენდინგი, შეფუთვის დიზაინი, ილუსტრაცია, ტიპოგრაფია (უცხოური ბრენდების ქართული ადაპტაცია), საგამომცემლო საქმიანობა.

2000 წელს მუშაობა დაიწყო ჯერ სტამბა ,,ეტიკეტში”, შემდეგ, 2004-2006 – ,,ლუდსახარში ნატახტარში”. 2006 წელს შეუერთდა სარეკლამო კომპანია “flit”-ს, დიზაინ-სტუდიის წამყვან დიზაინერად, სადაც აიდენტიკის გარდა მუშაობდა ასევე ჟურნალებზეც: Payless, EGO, გუდვილი, Autograph.

2017 წელს გადავიდა კრეატიულ სააგენტო “Windfor’s”-ში, სენიორ გრაფიკ დიზაინერის პოზიციაზე, სადაც არის დღემდე. ასევე მუშაობს, ,,Sci-Fi Communication“-ში სენიორ გრაფიკ დიზაინერად და ფრილანს.

ბევრ პროექტზე უმუშავია. მათ შორის ისეთ კამპანიებზე, როგორიც არის: თიბისი ბანკი – ,,აქ.ახლა”, თიბისი დაზღვევა – ,,დაზღვევა მარტივ ენაზე”, 2 ნაბიჯი – ,,დაზოგე მარტივად”.

ბრენდინგი: ასკანელი, საქართველოს ტურიზმი, საქართველოს ლატარიის კომპანია, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, Сoredeal, ბამბუსა.