fbpx

სალომე ფხაკაძე

ინტერიერის დიზაინერი

 

2014 წლიდან არის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში.
თბილისის სამხატვრო აკადემიაში დაასრულა არქიტექტურის ბაკალავრიატი.

მისი პირველი სამუშაო გამოცდილება იყო “Adjara Arch Group-ში”,
რომელიც არის “აჭარა ჯგუფის” არქიტექტურულ-სამშენებლო ნაწილი. მუშაობდა სტამბის რეკონსტრუქციაზე. მისი საქმიანობა მოიცავს ფრილანს ინტერიერის დიზაინსაც, უმეტესად მუშაობს საცხოვრებელ კომპლექსებზე, მაგრამ ასევე კომერციულ და საოფისე პროექტებზე.

2019 წელს მაგისტრატურის გავლის მიზნით მილანში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაიწყო არქიტექტურის და ურბანული დიზაინის კურსი,
რომელიც დაასრულა 2021 წლის ივლისში.

ამჟამად მუშაობს, არქიტექტურულ სტუდია JTdF Architettura, მილანში, მისი ძირითადი მიმართულება არის ინტერიერის დიზაინი და გეგმარება.

მონაწილეობა აქვს მიღებული 10მდე პროექტში, ესენია: სტამბას რეკონსტრუქცია,
წინანდლის ღვინის ქარხნის რეკონსტრუქცია, რომელიც ამჟამად რედისონის წინანდლის სახელით არის

ცნობილი. ასევე მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისში ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც Z10.
ასევე,იმუშავა სადისტრიბუციო კომპანიის “დიპლომატის” ოფისის ინტერიერის დიზაინზე და რამდენიმე
საცხოვრებელი ბინის დიზაინზე, როგორც თბილისში ასევე მილანში.