fbpx

სალომე ჯანაშვილი

 ,,აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ როგორ მუშაობს ის, რაც ჩვენი ყოველდღიურობის უდიდეს ნაწილსწარმოადგენს.“

 მის ცნობიერებაში მარკეტინგი დიდი ხნის წინ გაჩნდა და მალევე დაიწყო ამ სფეროს გაცნობა.

 სწავლობდა თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით, კონცენტრაცია – მარკეტინგი. შემდეგ კი ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში – ლიდერშიფის კურსი.

 ციფრული მარკეტერის როლი პირველად ისრაელში, თელ-ავივში მუშაობისას მოირგო. შემდეგ, ისეთი ბრენდების სოციალურ მედია მარკეტინგს მართავდა, როგორიც არის: Silknet-ი, Zara, Massimo Dutti, Dior-ი და მრავალი სხვა.

 წარმატებისა და განვითარების შემდგომი ეტაპი Kia Georgia და Mitsubishi Motors Georgia იყო. აღნიშნულ კომპანიებში სალომე მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. Kia-ს საერთაშორისო მარკეტინგულ კონკურსში, 43 ქვეყანას შორის, პირველი ადგილი დაიკავა.

 შემდგომ მისი გამოცდილება ქართულ მაღალტექნოლოგიურ კომპანია CNICK-ს დაუკავშირა, სადაც მარკეტინგის გუნდს ხელმძღვანელობდა და მუშაობდა, როგორც ევროპის, ისე ამერიკის ბაზარზე. ამჟამად, აქვს საკუთარი კომპანია, Hersheys Eurasia და Orivah Beauty, რომლებიც 10 ქვეყნის ბაზარზე ოპერირებს.

 სალომემ 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებული გახდა, მედია და მარკეტინგის კატეგორიაში.

 მის პორტფოლიოში შეხვდებით 20-ზე მეტ ქართულ და უცხოურ ბრენდს, მათ შორის: Kia Georgia, Mitsubishi Motors Georgia, Dior, Zara, Massimo Dutti, Silknet, CNICK და ა.შ.