fbpx

ნინუცა ფილაური

პირველი ინტერესი პირველ სამსახურში გაუჩნდა – აგროჰაბი დღეების გახსნილი იყო, როცა ერთდროულად მათი პირველი პრომო გოგონას და მარკეტინგის ასისტენტის როლს ითავსებდა. მაშინ ჰქონდა ბანერებთან პირველი შეხება და მიხვდა, რომ პროდუქტების გაყიდვა, ხალხთან კომუნიკაცია, მათი დაკვირვება და შემდეგ სწორი გადაწყვეტილებების მიღება ყველაზე მეტად სიამოვნებდა. მაშინ დარწმუნდა, რომ მარკეტინგში საკმაოდ ძლიერი იქნებოდა.

ბაკალავრიატზე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირებაზე, განხრა ფინანსები, პარალელურად კი იმყოფებოდა გაცვლითი პროგრამით Frederick University-ში, სადაც სწავლობდა მარკეტინგს.

უშუალოდ ამ სფეროში დასაქმებულია 2021 წლიდან, როდესაც აჭარაბეთში დაიწყო მუშაობა უმცროს ოფიცრად ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტში. 2 წელში კი გახდა უფროსი ციფრული კომუნიკაციების ოფიცერი. 

2024 წლის 1 იანვრიდან გახდა Omni Channel Unit-ის ხელმძღვანელი. 

2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე მუშაობს პოლიტიკურ პარტია გირჩში, ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელად. 

ამჟამად არის საქართველოს ბანკის CJM ( Customer Journey Managment)-ის ხელმძღვანელი.

ინდივიდუალური პროექტები: აჭარაბეთი, გირჩი, მუსიკალური ქარავანი, აგროჰაბი, შენია და სხვა.