fbpx

ნინო ნოდია

ადამიანური რესურსების მენეჯერი

ყველაზე მეტად აინტერესებს ადამიანები, მათი ქცევა და მათ განვითარებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, დაუკავშირა საკუთარი ცხოვრება ადამიანური რესურსების მართვას.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მაგისტრატურაზე სასწავლებლად წავიდა ლონდონში, Williams College-ში, სტრატეგიული მართვისა და ლიდერობის მიმართულებით.

საერთაშორისო ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების გაერთიანებაში არის NLP ქოუჩინგის პრაქტიკოსი. გარდა ამისა, ის არის Senior HR პროფესიონალი (SPHRi).

მჟამად მუშაობს იშბანკი საქართველოში, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელის/HR მენეჯერის პოზიციაზე.

ინდივიდუალური პროექტები: 1. ტალანტების მოზიდვა და შერჩევა ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისთვის; 2. ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება ადგილობრივი კომპანიებისთვის (ტრენინგის მთავარი თემები: სამუშაოს შესრულების მართვა, უკუკავშირის კულტურა, მენეჯერის როლი გუნდის ეფექტურად მუშაობაში და მისი ფუნქციები).