fbpx

ნინი მუშკუდიანი

გრაფიკული დიზაინერი

ხატვის და ზოგადად ხელოვნებისადმი ინტერესი ყოველთვის ჰქონდა. ამიტომ აირჩია ეს პროფესია, რომელიც მისი თქმით, დროს უძლებს, ყოველთვის აქტუალური და მოთხოვნადია. სხვა პროფესიაზე არც უფიქრია. დაახლოებით 16 წლიდან იცოდა, რომ გრაფიკული დიზაინერობა უნდოდა.

სფეროსთან პირველი შეხება უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ფრილანს პროექტის ფარგლებში ჰქონდა. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მედია ხელოვნების ფაკულტეტი, გრაფიკული დიზაინი. მესამე კურსზე GEOLAB-ში გაიარა გრაფიკული დიზაინის კურსი.

წლების განმავლობაში მუშაობდა გრაფიკულ დიზაინერად და ქმნიდა ვიზუალურ კომუნიკაციას შემდეგი კომპანიებისთვის: ReproArt, Genomics, GEOLAB.

ამჟამად არის გრაფიკული დიზაინერი Jysk and Danish House-ში, ელიტ-ელექტრონიქსში და Stujex-ში. 

მისი შექმნილია გამოცდების ეროვნული ცენტრის, Naec-ის რებრენდინგი. 

ინდივიდუალურად მუშაობს ფრილანს პროექტებზე ლოგოს დიზაინის, ბრენდბუქის, შეფუთვის დიზაინის, ვებგვერდის დიზაინის (UI) მიმართულებით.