fbpx

ნიკა ჟღერია

APP მარკეტერი და ანტეპრენერი

ციფრული მარკეტინგთან პირველი შეხება 2016 წელს ჰქონდა. უშუალოდ App მარკეტინგში საკუთარი თავი მაშინ გამოცადა, როდესაც მაკდონალდსმა საქართველოში პირველი აპლიკაცია ჩაუშვა და ამ პროექტზე მოუწია მუშაობა.

სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებზე (ახლო აღმოსავლეთის განხრით) თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, თუმცა უნივერსიტეტის მეორე კურსზე მიხვდა, რომ მარკეტინგი ძალიან აინტერესებდა და პარალელურად დაეუფლა ამ მიმართულებას.

მისი გამოცდილება მოიცავს 10+ წელს მარკეტინგულ პროექტებში. ამავდროულად 7 წლიან გამოცდილებას ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. ჯამში უმართავს $5 დოლარის ბიუჯეტი სხვადასხვა ციფრულ არხში, ქართული და საერთაშორისო ბრენდებისთვის.

ამჟამად მუშაობს ავსტრიულ App Marketing სააგენტო App Radar-ში, UA მენეჯერად. ეხმარება დამკვეთებს საკუთარი აპლიკაციების სქეილინგში (ძირითადად ევროპის და ჩრდ.ამერიკის რეგიონში).

ნიკას პორტფოლიოში შეხვდებით მის ბიზნეს პროექტებს, მათ შორის: შეიკ კოკტეილსი, ლეწე rage room, 2cut, სარესტორნო ბიზნესი და სტარტაპი Vidoofood.

სააგენტო Mr. Wolf-თან თანამშრომლობის პერიოდში მუშაობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის: McDonald’s, Efes, Account Ants, Migros (შვეიცარია), OutdoorActive (გერმანია), უკვე და ა.შ.

მისი ინდივიდუალური პროექტები App მარკეტინგის მიმართულებით: McDonald’s App და მისი In-app Game “მფრინავი”, Migros Merge, Outdooractive, Raiffeisen Bank, Repcount, Mettle და ა.შ.