
მიხეილ მათიაშვილი
მოუშენ დიზაინერი და ვიდეო მემონტაჟე
2017 წელს დაამთავრა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია – სამოქალაქო მენეჯმენტის და სამხედრო საერთო საჯარისო მართვის ბაკალავრის ხარისხით.
მოგვიანებით გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობები შემოქმედებით ინდუსტრიაში მოესინჯა. 2020 წელს ტელევიზია იმედში გაიარა პროდიუსინგის და მარკეტინგის კურსი.
მუშაობდა სარეკლამო კომპანია ,,Matter” – ში, მოუშენ დიზაინერის პოზიციაზე.
2020 წლიდან დღემდე არის სატელევიზიო სფეროში, როგორც მოუშენ დიზაინერი და სამონტაჟო ჯგუფის უფროსი.
უმუშავია შემდეგ კომპანიებთან: თეგეტა მოტორსი, ბილაინი, ავერსი, ციტადელი, ბრიკორამა, სეტანტა, ადლი, ბაზის ბანკი, M2, M3, თეთრი კვადრატი, კრედო ბანკი და ა.შ.