fbpx

მიქაელ მალანია

Back-End Developer

ინტერესი ამ სფეროსადმი 11-12 წლის ასაკიდან გაუჩნდა, როდესაც საჩუქრად მიიღო ე.წ. დასაკეცი ტელეფონი. რამდენიმე თვის შემდეგ ამავე ტელეფონით დამოუკიდებლად ააწყო საკუთარი ვებგვერდი, სადაც მომხმარებელს შეეძლო სიმღერების და ვიდეოების გადმოწერა, ინფორმაციის მიღება, ლაივ რეჟიმში სატელევიზიო არხების ყურება.

ამ ინტერესის პროფესიად გადაქცევა გადაწყვიტა. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმაციისა და მართვის სისტემების მიმართულებით. ამჟამად ამავე უნივერსიტეტში სწავლობს მაგისტრატურაზე.

4 წელზე მეტია, რაც დეველოპმენტის სფეროში აქტიურად არის ჩართული. ამ დროის მანძილზე იმუშავა მრავალ საინტერესო პროექტზე, თუ პროგრამირების ენებზე, განსაკუთრებით კი Javascript-ზე.

მისი სამუშაო გამოცდილება იწყება ამერიკულ კომპანია Quantori-ში, Python Back-End დეველოპერის პოზიციაზე. აქ შექმნა რამდენიმე ვებ პროექტი Django, Flask, FastAPI ფრეიმვორკებით. 

შემდეგ მუშაობდა კომპანია Nandi-ში, DevOps Engineer-ის პოზიციაზე. პარალელურად იყო ფრილანს WordPress დეველოპერი, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

გამოცდილების დაგროვებასთან ერთად აკადემიური საქმიანობაც შეითავსა. Algorithmics School-ში იყო Python-ის მენტორი. ასევე ასწავლიდა ვებ დიზაინს (HTML, CSS, Figma და Wix). 

უმუშავია შემდეგ პროექტებზე: Quantori Discovery Engine, DevOps პროექტი: “CI/CD Pipeline”-ის აგება, BackSupport: “WordPress Dropshipping” პროექტი, Sotco: WordPress პროექტი, Mdello და ა.შ.

ინდივიდუალური პროექტები: Musicmaven – პროექტი, რომელსაც შეუძლია სასურველი სიმღერების სხვადასხვა მუსიკალური წყაროებიდან წამოღება, დაკვრა და გადმოწერა. Stypops – ონლაინ გაყიდვების ვებგვერდი, რომელიც მოიცავს კონკრეტული სტილის ტანისამოსს, Zanyzest – ბლოგის ტიპის ვებგვერდი, რომელიც განკუთვნილია სათავგადასავლო და საინტერესო ტიპის ინფორმაციის გაზიარებაზე.

ამჟამად არის Back-End Web Developer-ი, კომპანია Noxtton-ში.