fbpx

მარიამ ჩარგაზია

ქოფირაითერი

სფეროსადმი ინტერესი, ჯერ კიდევ, სკოლის პერიოდში გაუჩნდა. დამამთავრებელ კლასებში მუშაობდა სხვადასხვა პროექტებზე. მუდმივად ადევნებდა თვალს კრეატიულ ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებს და სურდა თავადაც გამხდარიყო ამ ყველაფრის ნაწილი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგიის მიმართულება.

2017 წელს სურვილი აისრულა და კრეატიულ ინდუსტრიას ქოფირაითერის პოზიციით შეუერთდა. 

2020 წლიდან მუშაობს სააგენტო Hans & Gruber-ში, ამჟამად, როგორც უფროსი ქოფირაითერი.

მისი პორტფოლიო მოიცავს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო პროექტებს, მათ შორის: საქართველოს ბანკი, ვოლტი, ირაო, მაკდონალდსი, სილქნეტი, ზუმერი, Adjara.com და სხვა.

აქვს მრავალმხრივი გამოცდილება, რაც მოიცავს იდეების მოფიქრებას: კამპანიებისთვის, კონტენტისთვის. სხვადასხვა ტიპის ტექსტების წერას: სცენარი, სტატია, ბლოგი, კონტენტი საიტისთვის, ტექსტები სოციალური ქსელებისთვის (Fb, IG, TikTok, LinkedIn, Twitter), თეგლაინი, სლოგანი, სახელი.

Two Point Zero-სთან ერთად, იმუშავა პროექტზე “ბიბლიოტექი” – ბოტი, რომელიც გირჩევს, თუ რა უნდა წაიკითხო.