
ლუკა ლომსაძე
ლუკა ლომსაძე
Senior Product Manager
“ჩემი მიზანია, სტუდენტებს ბლოკჩეინისა და Web3-ის რთული მეთოდოლოგიები მარტივ და გასაგებ ენაზე ავუხსნა, რათა მათ ამ ცოდნის ეფექტურად გამოყენება შეძლონ — იქნება ეს კარიერული განვითარებისთვის თუ ყოველდღიური ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად”.
კრიპტო სფეროსთან პირველი შეხება ჰქონდა 2015 წელს, როდესაც საქართველოში
პირველად გამოჩნდა ქართული პლატფორმა, სადაც შეიძლებოდა ბიტკოინის ყიდვა/გაყიდვა. ამის შემდეგ აქტიურად დაინტერესდა კრიპტოს მიმართულებით და დაიწყო თავად ინდუსტრიის უკეთ შესწავლა და გამოყენება.
2020 წელს შეუერთდა eMoney/MyCoins-ის გუნდს, სადაც უკვე პროფესიულ დონეზე დაიწყო ინდუსტრიაში საკუთარი წვლილის შეტანა და ქართული ბაზრისთვის კრიპტო პროდუქტების შექმნა.
ამის შემდეგ რამდენიმე პარტნიორთან ერთად დააფუძნა კომპანია – Ambry, რის შედეგადაც, 2023 წელს Forbes 30 under 30-ის ჯილდო მოიპოვა ფინანსების მიმართულებით. გარდა ამისა, იყო Mastering the blockchain – ის კვირეულის ერთ-ერთი სპიკერი.
შემდეგ იყო ლიბერთი ბანკი და MultiBank Group.
ამჟამად კი არის კრიპტო პროექტი – BabyDoge-ის Senior Product Manager-ი.
უმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: eMoney, MyCoins, Liberty Bank, Coinet, MultiBank Group, Ambry, BabyDoge