
ქეთევან გაგუა
Front-end დეველოპერი, ლექტორი
“ჩემი მიზანია, რომ ყველა სტუდენტმა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც მათ რეალურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტირებასა და კარიერის საწყის ეტაპზე წარმატებული ტექნიკური და ზოგადი გასაუბრების გავლაში დაეხმარება”.
4 წელზე მეტია, რაც დეველოპმენტის პროცესშია ჩართული. როცა პირველად ბრაუზერში ტექსტი “Hello World” გამოიტანა, მიხვდა, რომ ის საქმე იყო, რაც უნდა ეკეთებინა. ამის შემდეგ დაიწყო დამოუკიდებლად ვებ–დეველოპმენტის სწავლა და და დასაქმდა მარქაფ დეველოპერად.
არის განათლების მეცნიერებების მაგისტრი და ფლობს სხვადასხვა სერტიფიკატსა და პროფესიულ კვალიფიკაციას, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო კურსებიდან. არის Epam Georgia Lab-ის წევრი, რადგან წარმატებით გაიარა მათი 9 თვიანი გადამზადების პროგრამა.
ორი წელია, რაც თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს სხვებს, მათ შორის სტუდენტებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, სადაც ასწავლის მესამე კურსის სტუდენტებს Front-End დეველოპმენტს. გარდა ამისა, ასწავლიდა 4 ჯგუფს საგანმანათლებლო დაწესებულება ედუსითიში. და მოზარდებს – საერთაშორისო IT სკოლა KiberOne-ში.
აქტიურად მონაწილეობს ისეთ პროექტებში, როგორიცაა “Woman in AI”, “Coding School
for 1500 Women” და ”Women mentorship for Tech Programmes”, არის რეაქტ დეველოპერი Prime-ში და Velara system-ის Front-end (markup-design) დეველოპერი.
უმუშავია ისეთ საერთაშორისო პროექტებზე როგორებიცაა: Prime-ის შიდა გაყიდვების პორტალი, Velara Systems-ის პროექტები (დიზაინი და მარქაფი), Coding School for 1500 Women (საერთაშორისო), Woman in AI, Art space.