ირაკლი ხიზანიშვილი
ვებ დეველოპერი
ვებ დეველოპმენტის მიმართ ინტერესი დაახლოებით 4 წლის წინ გაუჩნდა. თავიდან დაიწყო საკუთარი პროექტების შექმნა, შემდეგ კი ფრილანსერი გახდა.
დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მენეჯმენტის განხრით. მაგისტრატურა გაიარა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, იმავე მიმართულებით.
2018 წლიდან აქტიურად ჩაერთო სფეროში, როგორც ვებ დეველოპერი და ციფრული მარკეტერი. ვებ დეველოპმენტის პარალელურად მუშაობს ციფრული მარკეტინგის სერვისების მიმართულებით (SEO, SEM, FB Ads, Branding)
მისი ტექნიკური ცოდნა მოიცავს: HTML/CSS/JS, PHP, MySQL. ვებ-ძრავები – WordPress, Shopify, Wix.
ამჟამად მუშაობს კრეატიულ სააგენტო Redberry-ში, WordPress Team Lead-ის პოზიციაზე.
უმუშავია ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის: Bcuadvantage.co.uk, Phoenixmodern.org, Rogantini.ge, Globalgis.lk.