fbpx

გუჯა ქემოკლიძე

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

მარკეტინგის სფეროს მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ 2011 წელს გაუჩნდა. ყველა სხვა სფეროსგან განსხვავებით, მისთვის მარკეტინგი საინტერესო და მრავალფეროვანი ჩანდა. უყვარდა კრეატიულად წერა და ფიქრი. იცოდა, რომ ამ უნარებს ყველაზე კარგად სარეკლამო ინდუსტრიაში გამოიყენებდა. 

სფეროსთან პირველი შეხება 2015 წელს ჰქონდა, როცა ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში დაიწყო სტაჟირება. აქ კონტენტ კრეატორობა შეითავსა, ასევე ჩართული იყო დიდ პროექტებში, საკომუნიკაციო იდეების ნაწილში.

უშუალოდ ციფრული მარკეტინგის სფეროში 7 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში უმუშავია, როგორც დიდ ბრენდებთან, ასევე მცირე მასშტაბების მქონე კომპანიებთან და სტარტაპებთან. მისი გამოცდილება მოიცავს, ისეთ ინდუსტრიებს, როგორიც არის: სამშენებლო, საფინანსო, ტურიზმი, ბუნების დაცვა და სხვა.

დაასრულა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 2016 წელს მუშაობა დაიწყო PR და მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტოში – ჯეპრა, სოციალური მედიის მენეჯერად და პროექტების მენეჯერის ასისტენტად. აქ მუშაობის პერიოდში შეხება ჰქონდა ბევრ სხვადასხვა ბრენდთან, სხვადასხვა სფეროსთან, ამიტომ გამოცდილებაც საკმაოდ მრავალფეროვანი მიიღო.

2017 წელს მუშაობა განაგრძო “დაცული ტერიტორიების სააგენტოში”. სოციალური მედიის მენეჯერისა და ციფრული მარკეტერის მიმართულებით. აქ მუშაობის პერიოდი მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო “საქართველოს ეროვნული პარკების” ბრენდის ჩამოყალიბებაში, საკომუნიკაციო არხების და ვებგვერდის შექმნაში. 

ციფრული კომუნიკაციების გარდა, აქტიურად იყო ჩართული ბრენდის საკომუნიკაციო მასალების და კონტენტის გენერირებაში. მათ შორის იყო საიმიჯო ვიდეოროგლის პროექტის მენეჯერი –  https://bit.ly/3Z5IT1B. ყველა პლატფორმაზე ერთად ვიდეომ 10 მილიონამდე ნახვა დააგროვა. 

2018 წელს მუშაობა განაგრძო კომპანია m2-ში და მის შვილობილ კომპანიებში (სამშენებლო კოლეჯი “კონსტრუქტ2”, სამშენებლო კომპანია “BK Construction”, დეველოპერული კომპანია “თეთრი კვადრატი”) ციფრული მარკეტინგის მენეჯერად. იქიდან გამომდინარე, რომ 4-ვე ბიზნესის მართვას განსხვავებული ტიპის კომუნიკაციები სჭირდებოდა, საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება დააგროვა. თითქმის 3 წლიანი მუშაობის შემდეგ, შეუერთდა ლიბერთი ბანკის გუნდს, სადაც დღეს მუშაობს ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. 

უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის: ლიბერთი ბანკი, m2, თეთრი კვადრატი, ლისი ტოპოგრაფი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკები, Wide Estate და ა.შ.

ინდივიდუალური პროექტები: m3 საბურთალო, m2 ყაზბეგზე 2, m2 მირცხულავაზე, m2 ჭყონდიდელზე, m2 ნუცუბიძეზე 2. ლიბერთი ბანკის ახალი ბარათი, CashBack, ლიბერთი ბიზნესი და სხვა.

მისი მთავარი მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობებზე და მის ეფექტურად გამოყენებაზე.