fbpx

გივი ღვინიანიძე

Front-End დეველოპერი

ბავშვობის ოცნებებისა და ხანგრძლივი ძიების შემდეგ იპოვა სფერო, რომელში მუშაობაც დიდსიამოვნებას ანიჭებს. უკვე 9 წელია, რაც ვებ დეველოპმენტის ინდუსტრიაში აქტიურად არისჩართული.

დაამთავრა SEU-ს ბაკალავრი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. ამის შემდეგ დაიწყო iOS Development-ის კურსი GeoLab-ში. მას ცოდნის მიღების პროცესი ამით არ დაუსრულებია, შეუერთდაSkillUP-ის Front-End Development-ის კურსს. ამ მიმართულებით ცოდნა მიიღო სხვადასხვა ონლაინკურსების მეშვეობითაც, თუმცა არ ჩერდება და განვითარებას აქტიურად განაგრძობს.

2014 წლიდან დაიწყო სტატიკური პორტფოლიო ტიპის საიტების აწყობა კომპანიებისთვის. 2016 წელს შეუერთდა Adjarabet-ის გუნდს, სადაც მონაწილეობდა ისეთი სახის ციფრულ პროექტებში,როგორიც არის: გემბლინგი, ტელევიზია, ბლოგი, სამართავი პანელი, ბანკინგი, Dashboard app და ა.შ.

ამჟამად მუშაობს Thomson Reuters-ში, Front-End Team Lead-ის პოზიციაზე. უთანამშრომლიამასშტაბურ ბრენდებთან, მათ შორის: Adjarabet, ClubSpeed, Thomson Reuters და სხვა.

მას ასევე აქვს მენტორობის 3 წლიანი გამოცდილება GITA-ში, IT Academy step-ში და BTU-სუნივერსიტეტში.