fbpx

გიორგი ზაკაშვილი

გიორგი ზაკაშვილი

არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი

დიზაინის სფეროში მეხუთე წელია, რაც მოღვაწეობს. დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი.

სტუდენტობის პარალელურად გადიოდა სტაჟირებას დიზაინერის პოზიციაზე. 2019 წლიდან აქტიურად ჩაერთო ინდუსტრიაში, როგორც პროფესიონალი არქიტექტორი.

კარიერის მანძილზე უამრავ ბრენდთან ჰქონდა შეხება, მათ შორის, თანამშრომლობდა სტუდია Stipfold-თან, რომელშიც 10-მდე პროექტი შექმნა

Stipfold-ში მუშაობისას მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი Lenvix-DESIGN BOOM-ზე მოხვდა.

გარდა მასშტაბური ბრენდებისა, მის პორტფოლიოში შეხვდებით ინდივიდუალურ პროექტებსაც: ბრუკლინზე ღვინის ბარის ინტერიერის დიზაინი, სასტუმროს ინტერიერის დიზაინი, Design Guide Book თევზის რესტორნისთვის, კერძო სახლების ინტერიერის დიზაინი და სხვა.

შვეიცარიასა და ესტონეთში იღებდა მონაწილეობას არქიტექტურულ ვორქშოფზე. ამჟამად მუშაობს სტუდია MUA-ში, არქიტექტორის პოზიციაზე.