გიორგი მიქაცაძე
Agile Coach – ეჯაილ ქოუჩი
2015 წლიდან აქტიურად არის ჩართული IT სფეროში. სწავლობდა ESM-ში ITM-ის მიმართულებით. მე-3 კურსის დასაწყისში 2 ჯგუფელთან ერთად შექმნა მსოფლიოში პირველი ხის ჭკვიანი ბეჭედი – CNICK, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია და წარმატებით მკვიდრდება აშშ-ს, კანადის, გერმანიის, სამხრეთ კორეის, ჩინეთის და სხვა დიდი ქვეყნების ბაზარზე.
აღებული აქვს Scrum.org-ის საერთაშორისო სერტიფიკატები – PSM I; PSM II; PSPO I; PSPO II; PSK I დაPMI.org-ის – PMI-ACP.
მუშაობდა საქართველოს ბანკში Senior Agile Coach-ისა და Chapter lead-ის პოზიციაზე.
ამჟამად არის Agile Transformation Lead-ი რეგიონში ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში – TNET-ში.
მონაწილეობა მიუღია 15-მდე პროექტში, მათ შორის, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების შექმნაში: mBank, iBank, Payments & Machinery.
მუშაობდა Product Manager-ის პოზიციაზე სხვადასხვა კომპანიების ციფრულ პროექტებში: Cyber/Information Security, Photo Printing, Automotive.
ინდივიდუალური პროექტები: CNICK, Photocenter.ge, Skitty.