fbpx

გიორგი კოჭლამაზიშვილი

 Product Owner-ი, Product Manager-ი

 

,,ჩემი მიზანია, სტუდენტებს შევძინო თავდაჯერებულობა საქმეში და დავეხმარო იმ ყველა უნარის შეძენასა და გამოცდაში, რაც მათ პროფესიული წარმატების მიღწევაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.“

 სფეროსადმი ინტერესი გაუჩნდა მაშინ, როდესაც ერთ-ერთ სტარტაპზე მუშაობისას მოუწია Product Owner-ის პასუხისმგებლობების შეთავსება, ეს ყველაფერი მისთვის სრულიად ახალი იყო, თუმცა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

 2015 წელს ინდუსტრიაში აქტიურად ჩაერთო. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეალური პრობლემების გადაჭრა საინტერესო ტექნოლოგიური გზებით.

 თავდაპირველად ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო ვებ პროდუქტების შექმნით, შემდგომ გადაინაცვლა ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში (Fintech), ამ ინდუსტრიაში მოღვაწეობის პერიოდში, მუშაობდა ქართულ კომპანია OPPA-შიც, სადაც ხელმძღვანელობდა პროდუქტების კვლევისა და განვითარების მიმართულებას. 

 ამჟამად არის Product Owner-ი, Product Manager-ი, ЕPAM Systems-ში და TopTal-ში.

 უმუშავია, როგორც მცირე ზომის სტარტაპ კომპანიებთან, ასევე ენტერპრაიზ ლეველ ბრენდებთან, Business Intelligence პროდუქტებზე. მათ შორის, Fortune 500-ის სიაში შემავალ კომპანიებთან. ასევე კონსულტაციას უწევს ამერიკულ და ევროპულ სტარტაპებს.