fbpx

ელენე სხვიტარიძე

ინტერიერის დიზაინერი

 

დიზაინის სფეროში დაახლოებით 8-10 წელია, რაც მოღვაწეობს. სწავლობდა იტალიაში, 2 სხვადასხვა აკადემიაში (FDA და LABA ), მუშაობდი ადგილობრივ არქიტექტურულ კომპანიაში, სადაც მოუწია იტალიის ერთ-ერთი ქალაქის ცენტრალურ მოედანისა და კერძო ვილის პროექტებზე მუშაობა.

მონაწილეობა მიუღია ფლორენციის დიზაინის კვირის გამოფენის (ერთ-ერთი ლოკაციის) მოწყობაზე. იტალიელი სკოლის მოსწავლეებისათვის ჩაატარა ვორქშოპი. ასევე სხვადასხვა ქალაქებისთვის თუ კომპანიებისთვის დაამზადა ესკიზური პროექტები.

საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო ადგილობრივ პროექტებში, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იმართებოდა უცხოური კომპანიების მიერ. შეხება ჰქონდა: გერმანელ, შვედ, ამერიკელ პროექტის მენეჯერებთან.

უმუშავია ისეთ მასშტაბურ პროექტებზე როგორიცაა: ჰილტონის ქსელის სასტუმრო, ბესტ ვესტერნი, ინდიგო. ასევე, პატარ-პატარა ბუწიკ სასტუმროები.

ამჟამად, აქვს საკუთარი კომპანია და მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე მაგალითად, გერმანული პროექტის ფრაგმენტული სასტუმროს (FRAGMENTED HOTEL) ფილიალი პორტუგალიაში.

მის მიმდინარე პროექტებს მიეკუთვნება: მწვანე სკოლის ფილიალი ნაძალადევში, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის რამდენიმე ფილიალი, რომლის რეკონსტრუქცია/რესტავრაცია მიმდინარეობს, თბილისში რამდენიმე ცნობილი კაფეტერია/საკონდიტრო, ქართული და საერთაშორისო ბრენდის ოფისები.