fbpx
ელენე მოძღვრიშვილი - ციფრული მარკეტინგის კურსი

ელენე მოძღვრიშილი

ციფრული მარკეტერი

სწავლობდა ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში”, ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით, ინგლისურ სექტორზე. არის, ციფრული მარკეტინგისა, Amazon Ranking-ის და SEO ოპტიმიზაციის სპეციალისტი.

უმუშავია ისეთ სფეროებში როგორიც არის: უძრავი ქონება, დეველოპმენტი, ელექტრონული კომერცია და ამაზონი. შემდეგი კომპანიებისთვის: სამშენებლო კომპანია “Webiz Georgia”, “ალაბვაზი”, “AZ Development”.

მარკეტინგის სფეროში მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო, ხოლო უშუალოდ ციფრულ მარკეტინგში 2018 წლიდან მოღვაწეობს.

ამჟამად დასაქმებული არის პალიტრა მედია ჰოლდინგში და ხელმძღვანელობს ციფრული მარკეტინგის გუნდს სამი მიმართულებით, ესენია: Hotsale.ge, Online.mkkurnali.ge და Readersland.ge ამას გარდა, მუშაობს გერმანულ კომპანია Machete Ventures-ში, სადაც ხელმძღვანელობს ელექტრონულ კომერციას poster-sets.de და ასევე უზრუნველყოფს კომპანიის ამაზონის ლისტინგების SEO ოპტიმიზაციას.

მის პროექტებს მიეკუთვნება: Hotsale.ge-ს პროექტი “#აქყველაზემეტსდაზოგავ”, ასევე Hotsale.ge-სა და Mastercard-ის პარტნიორული პროექტი, რომლის მიზანიც მომხმარებლის საერთო დანაზოგის გაზრდაა. აქტიურად იყო ჩართული ბლოგ კამპანიებში, რომლებიც ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობისკენ იყო მიმართული. გარდა ამისა, დანერგა თრექინგ სისტემა, რომელიც კომპანიას აძლევს საშუალებას აღრიცხოს ამაზონის გაყიდვები, რომლებიც გარე არხების რეკლამებიდან ხორციელდება( Facebook Ads, Google Ads).