ელენე ღვინეფაძე
არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი
ბავშვობიდან ხატავს, დიდხანს არ უფიქრია რა მიმართულებით სურდა პროფესიის არჩევა, რადგან ზუსტად იცოდა.
2014 წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე. 2019 წელს სწავლა განაგრძო მაგისტრატურაზე, იმავე უნივერსიტეტში, არქიტექტურის მიმართულებით. 1 სემესტრის შემდეგ ჩააბარა იტალიაში, ბარის ტექნიკურ უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.
მისი ამ სფეროსთან შეხება იწყება საცხოვრებელი სახლების პროექტებით. პირველი სამსახური იყო სასტუმროების ქსელი, ’’Communal Hotels“-ი, სადაც 1 წლის განმავლობაში მუშაობდა პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.
კომუნალის შემდეგ შეუერთდა AD Studio-ს გუნდს, არქიტექტორის პოზიციაზე. აქ მუშაობის განმავლობაში არქიტექტურული პროექტების გარდა ჰქონდა ურბანული პროექტებიც.
ამჟამად არის m2 დეველოპმენტის ინტერიერის დიზაინერი.
მის პორტფოლიოში შეხვდებით შემდეგ პროექტებს: AD Studio- ში განხორციელებულ, როგორც ქალაქგეგმარებით, ისე არქიტექტურული პროექტებს (რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, სამედიცინო საწყობი), m2 დეველოპმენტის თითქმის ყველა მიმდინარე პროექტი.
ინდივიდუალური პროექტები: საცხოვრებელი ბინის ინტერიერის დიზაინი რჩეულიშვილის ქუჩაზე, ჯიქიას ქუჩაზე, ბარნოვის ქუჩაზე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი წავკისში, ტაბახმელაში, ლისზე.