fbpx

თაკო ყიფიანი

12 წლის ასაკში მიხვდა, რომ ინტერიერის დიზაინი ძალიან მოსწონდა და მიზნადდაისახა ამ სფეროს შესწავლა.

2017 წლიდან აქტიურად ჩაერთო ინდუსტრიაში. 2020 წელს დაასრულა თბილისისთავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინისსკოლა, ინტერიერის დიზაინის მიმართულები.

მეორე კურსზე სწავლისას მეგობართან ერთად ინდივიდუალურ პროექტებზე დაიწყომუშაობა. მალევე შეუერთდა Dodo Designs-ის გუნდს, სადაც ჩართული იყო, როგორცინტერიერის დიზაინის, ასევე ვიტრინებისა და ინსტალაციების პროექტებში.

მეოთხე კურსზე Mozaika-ს გუნდის წევრი გახდა, სადაც ღონისძიებების დიზაინერი იყო. აქაც არა მხოლოდ ღონისძიებების და სივრცის დიზაინზე, არამედ ინსტალაციების, საშობაო სოფლების და ვიტრინების დიზაინ პროექტებზეც მუშაობდა.

2022 წელს დაასრულა კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის ინტერიერისდიზაინის ტრენინგი.

2020 წელს გაიარა Domestika-ს კურსი “Interior Design in Restaurants”. 2021 წელს კი Masterclass-ის, Kelly Wearstler ონლაინ კურსი.

ამჟამად არის ფრილანსერი და მუშაობს სხვადასხვა ტიპის პროექტებზე. მისიგამოცდილება მოიცავს ინტერიერის დიზაინის სრულ სერვისს: დაგეგმარება, დიზაინისკონცეფცია, 3D ვიზუალიზაცია, ტექნიკური დოკუმენტაციების მომზადება.

მის პორტფოლიოში შეხვდებით შემდეგ პროექტებს: Iamfoodgoddess-ის მადრიდისფილიალის ფასადის დიზაინი, ნომად კაპიტალისტის თბილისის ფილიალი, სილამაზისსალონი – სტუდიო ბელისიმო და სხვა.

ინდივიდუალური პროექტები: Airbnb-სთვის განკუთვნილი 3 ბინა, 3 საცხოვრებელი ბინისპროექტი, 2 კერძო სახლის პროექტი და ა.შ.