დუდა ქევხიშვილი
Full Stack დეველოპერი
“ჩემი მიზნებია: ფუნდამენტური ცოდნის მიცემა – მინდა, სტუდენტებმა გაიგონ front-end development-ის ძირითადი პრინციპები და ჰქონდეთ მყარი საფუძველი.
პრაქტიკული უნარების განვითარება – თეორიის გარდა, ყურადღებას ვამახვილებ რეალურ პროექტებზე მუშაობასა და კოდის წერის უნარებზე, რათა სტუდენტებმა შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა – ვცდილობ, სტუდენტებს ვასწავლო, როგორ იმუშაონ თვითონ შეცდომებზე და მოძებნონ ხარვეზები, რათა გახდნენ უფრო დამოუკიდებელი დეველოპერები”.
პირველი ინტერესი და შეხება ამ სფეროსადმი ჰქონდა უნივერსიტეტში, მეორე კურსზე, როდესაც სტაჟირება გაიარა უნივერსიტეტის დეველოპმენტის დეპარტამენტში. 6 თვის შემდეგ კი გახდა დეველოპერების გუნდის წევრი.
აქვს ბაკალავრის ხარისხი და ასევე Certiport-ის Information Technology Specialist (Front-End Development) სერტიფიკატი.
აქვს 5 წლიანი გამოცდილება ამ სფეროში.
ამჟამად დასაქმებულია Concept Digital-ში, სადაც არის Laravel Developer და კონკრეტულად მუშაობს Back End- მიმართულებით, რაც მოიცავს ვებგვერდებისა და აპლიკაციების შექმნას.
ინდივიდუალური პროექტები: hotelspreference.ge (Hotels & Preference Hualing Tbilisi);
webmall.ge (ecommerce); zurakalanda.com (Artist portfolio); state.ge (Freelance platform);
halocarbon.com