fbpx

დიანა ბერიაშვილი

დიანა ბერიაშვილი

ტექ ტალანტების მოზიდვის მენეჯერი
(Tech Talents Acquisition Manager)  

,,ჩემი მიზანია, სტუდენტებმა ძალიან კარგად დაინახონ რამდენად დიდი სიკეთის მოტანა შეუძლიათ თითოეული კანდიდატისთვის და კომპანიისთვის, რომელშიც მუშაობენ”.

დაასრულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბაკალავრი) და GIPA (მაგისტრატურა) საერთაშორისო ურთიერთობების განხრით.

მიუხედავად ამისა, მალევე შეიცვალა პროფესია და საკუთარი უნარების განვითარება ადამიანური რესურსების მართვის (HR) კუთხით განაგრძო. დიპლომატიის გამოცდილება კი ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან დაეხმარა.

2008 წელს დაიწყო პირველი სამსახური HR მენეჯერის პოზიციაზე.

2014 წლამდე თანამშრომლობდა რამდენიმე კომპანიასთან გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში.

2014 – 2018 წლებში მუშაობდა აიდიეს ბორჯომი თბილისში HR მენეჯერის პოზიციაზე.

2018 წელს კი მუშაობა დაიწყო ევოლუშენში, Talent Acquisition Specialist – ის  პოზიციაზე, სადაც შეხება ჰქონდა, როგორც Mass რეკრუტინგთან, ასევე საოპერაციო მაღალ და საშუალო პოზიციებთან.

2021 წელს შეუერთდა DataArt – ის გუნდს, სადაც დღემდე მუშაობს ტექ ტალანტების მოზიდვის მენეჯერად.