დემნა მიქავა
Front-End დეველოპერი
მისი დეველოპმენტის სფეროში საქმიანობა 2019 წლიდან იწყება. პირველი სამსახური 2020 წელს დაიწყო ქართულ კომპანია Sweeft-ში, სტაჟიორად. სტაჟირების დაწყებიდან მალევე ჩაერთო პირველ რეალურ პროექტში, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა.
2022 წლიდან დღემდე არის Lasting Dynamics-ში, Mobile და Web Front-End დეველოპერად.
მის პორტფოლიოში შეხვდებით შემდეგ პროექტებს: KYC, Mrecords, Omne, Tip აპლიკაცია – პერსონალისა და მომხმარებლებისთვის, სამედიცინო პლატფორმა და ა.შ.
ინდივიდუალური პროექტები: Ecommerce ტიპის აპლიკაცია, Mobile აპლიკაცია, რომელიც იყენებს Google-ის Api-ს, რათა საშუალება მისცეს მომხმარებლებს იპოვონ ახლომდებარე ბარები, რესტორნები, კაფეები და ა.შ.