
დაჩი ხაზალია
ინტერიერის დიზაინერი, 3D არტისტი
პირველად 2016 წელს, რომ ნახა ინტერიერის ვიზუალიზაცია 3ds max პროგრამაში, იმ მომენტიდან მიხვდა, რომ ეს სფერო უნდა შეესწავლა.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ავეჯის დიზაინის მიმართულებით. ამავე განხრით სწავლობს მაგისტრატურაზე. დაასრულა ანასტასია ვირსალაძის ხელოვნების გიმნაზიის ექვსწლედი.
2018 წელს დაიწყო 3ds max-ის შესწავლა. 2019 წელს სლოვაკეთში გამართულ ფერწერის საერთაშორისო ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა. 2022 წელს კი ზალცბურგის საერთაშორისო ვორქშოფში.
2020 წელს Meti Development-ის გუნდს შეუერთდა, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა, როგორც ინტერიერის, ასევე არქიტექტურის განხრით.
2022 წლიდან არის Apart Showroom-ის ინტერიერის დიზაინერი, სადაც ქმნის, როგორც კერძო საცხოვრებლების, ისე აპარტამენტების დიზაინს.
უმუშავია შემდეგ ბრენდებთან: ზომა, Grill More, Kraken, Apart showroom, Meti development და ა.შ.