fbpx

დაჩი ხაზალია

ინტერიერის დიზაინერი / 3D გრაფიკოსი

“მჯერა, რომ ყველა ადამიანს გააჩნია შემოქმედებითი ხედვა, რომლის გამოვლინებაც ხდება დისციპლინისა და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად”.

2017 წლიდან დაიწყო ინტერიერის დიზაინის სამყაროს გაცნობა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ავეჯის დიზაინის მიმართულებით და წარმატებით დაასრულა მაგისტრატურაც. მანამდე კი წარმატებით გაიარა ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის ექვსწლიანი პროგრამა.

2018 წელს დაიწყო 3ds Max-ის შესწავლა, რაც მალე გადაიზარდა პროფესიულ საქმიანობაში.

2019 წლიდან მუშაობს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით.

2019 წელს მონაწილეობა მიიღო ფერწერის საერთაშორისო ვორქშოფში სლოვაკეთში, ხოლო 2022 წელს – ზალცბურგის საერთაშორისო დიზაინის კვირეულში (International Design Week Kuchl 2022).

2020 წელს შეუერთდა Meti Development-ის გუნდს, სადაც დააგროვა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება როგორც ინტერიერის, ასევე არქიტექტურის დიზაინის მიმართულებით.

2022 წლიდან მუშაობდა Apart Showroom-ში ინტერიერის დიზაინერად, სადაც ქმნიდა როგორც კერძო საცხოვრებლების, ისე აპარტამენტების დიზაინს.

2024 წლიდან დღემდე საქმიანობს კომპანია Archi-ში 3D გრაფიკოსის პოზიციაზე.

უმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: Kraken, Apart Group, MS Builder, Green Development, Grill More, Momentus Development და სხვა.