fbpx

ანი კვაჭანტირაძე

არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი 

ჩემი მიზანი არის, თითოეულმა სტუდენტმა ინტერიერის დიზაინი აღიქვას, როგორც პროფესიად, მაგრამ ასევე ცოცხალ არსებად, რომელიც მათ გონებაში იქმნება და საბოლოოდ ცოცხლდება”. 

ამ სფეროს მიმართ ინტერესი სულ ჰქონდა. პატარა ასაკში ჩანახატები ყოველთვის დაკავშირებული იყო შენობებთან და ობიექტებთან, რაც მის გარშემო იყო განლაგებული. როცა უფრო მეტად გაიაზრა, რაც მოსწონდა, ქალაქში სიარულის დროს მისი დაკვირვების ობიექტი ყოველთვის იყო შენობები, ურბანული გარემო, რაც თბილისში და ასევე ქალაქგარეთ გასვლისას ჩნდებოდა ხედვის არეალში

2016 წელს ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე და 2016 წლიდან დღემდე არის ამ სფეროში

უნივერსიტეტის პარალელურად სწავლობდა Archicad-Graphic Studio-ში და ასევე 2 წლის განმავლობაში იღებდა მონაწილეობას ინდივიდუალური სახლების პროექტირებაში

ამის შემდეგ 2 წლის განმავლობაში მუშაობდა სამშენებლო კომპანია Java-ში სატენდერო სკოლის პროექტებზე, შემდეგ კი – Archdesign-სა და ProDot-ში ავეჯის კონსტრუქტორად

2021 წლის ბოლოს გადაწყვიტა წასულიყო გერმანიაში, სადაც 2 წელი ცხოვრობდა. ამ პერიოდში მუშაობდა არქიტექტურულ ბიუროში და იღებდა კერძო დაკვეთებს ინტერიერის დიზაინის მიმართულებით

დაბრუნების შემდეგ დაიწყო მუშაობა Red Point-ში ექსტერიერის ვიზულიზატორის მიმართულებით

ამჟამად მუშაობს Medusa-ში ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე

უმუშავია ისეთ პროექტებზე როგორებიცაა: მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის პროექტი, საქართველოს რამდენიმე კუთხეში შემუშავებული საჯარო სკოლის პროექტები, გერმანიაში, ქალაქ კიოლნში საგამოფენო სივრცის დიზაინის შექმნა. ინდივიდუალური პროექტები: ქუთაისის ერთერთი სკოლის 700კვ.მ ინტერიერის დიზაინი, სტომატოლოგიური კლინიკის ინტერიერის დიზაინის პროექტი, საცხოვრებელი სახლების პროექტები.