fbpx

ალექსანდრა ნაზარბეგოვი

UI/UX დიზაინერი და არტ დირექტორი

დიზაინში მისი საქმიანობა, ჯერ კიდევ, 2005 წლიდან იწყება. 10 წელზე მეტია, რაც ინდუსტრიაში აქტიურად მოღვაწეობს. თავიდან დაიწყო გრაფიკულ დიზაინერად მუშაობა და ამ პერიოდში ციფრული პროდუქტების დიზაინით დაინტერესდა. მალევე UI/UX სფეროში რეალიზებულ წარმატებულ პროექტებს მოჰყვა ახალი შეკვეთები და მისი შემდგომი საქმიანობა მთლიანად ამ სფეროს დაუკავშირა.

უყვარს საინტერესო დიზაინერული პროექტების შექმნა, ახალი ტექნოლოგიების, ცოდნის მიღება და გაზიარება. მის მიერ ან ხელმძღვანელობით შექმნილია 50-მდე ლოკალური და 20-მდე საერთაშორისო პროექტის დიზაინი.

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მედიახელოვნების ფაკულტეტზე (მაგისტრის ხარისხი).

ამჟამად ალექსანდრა არის HobbyStudio-ს არტ დირექტორი. ხელმძღვანელობს UI/UX დიზაინერებს გუნდს. Გუნდი მუშაობს როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ვებ-გვერდების, მობაილ აპლიკაციების და ვებ-პლატფორმების დიზაინების შექმნაზე.

მის ადგილობრივ პროექტებს შორის შეიძლება აღინიშნოს: http://nikoraproducts.ge/georgian/home, http://hotelmtiebi.ge/english/home, https://lggroup.ge/english/home, http://tsiskvili.ge/english/home.

საერთაშორისო პროექტების მაგალითები: https://www.yodo1.com/https://mas.yodo1.com/ https://reservesource.com/