fbpx
აკაკი რაზმაძე

აკაკი რაზმაძე

შრიფტის დიზაინერი

პირველად 2011 წელს სცადა შრიფტის დიზაინის შექმნა და მას მერე ამ მიმარრთულებით სწავლობს, მუშაობს და ასწავლის. ამჟამად მუშაობს 2 უნივერსიტეტში, ჯიპასა და თავისუფალ უნივერსიტეტში. საკომუნიკაციო დიზაინის სტუდენტებს ასწავლის ტიპოგრაფიას. ასევე მუშაობს ფრილენს შრიფტის დიზაინერად. პროექტები, რომელსაც დამოუკიდებლად ან სხვა დიზაინერებთან კოლაბორაციით ქმნის არაერთია, მაგალითად: გალერიას ლოგო და ბოლრუმის ლოგო, რომლებიც მისი ლივინგსტონში მუშაობისას შეიქმნა. ასევე რამდენიმე პროექტი აქვს კომპანია Monotype-თან ერთან განხორციელებული, რაც ძირითადად შეიფტის დიზაინს მოიცავდა, მათ შორის ქართული ვერსია შრიფტისთვის Helvetica, რომელიც ქართული ტექსტებისთვის აიფონის სისტემურ შრიფტს წარმოადგენს. ასევე აქვს რამდენიმე პროექტი Google-თან და სხვა ბრენდებთან.