fbpx

აბო მენაბდე

გრაფიკული დიზაინერი

აბო მენაბდე

სწავლობდა ,,ჯიპა“-ს აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნების ფაკულტეტზე. მისი სამუშაო გამოცდილება სწავლის მეორე კურსიდან იწყება და დღეს უკვე მეხუთე წელია, რაც ამ მიმართულებით მუშაობს.

2018 წლიდან არის დიზაინის ინდუსტრიაში, გრაფიკული დიზაინერის პროფესიით, 2020 წლიდან დაიწყო საქმიანობა მოდის დიზაინის მიმართულებითაც.

მისი სამუშაო გამოცდილება ძირითადად მოიცავს კომპანიების რებრენდინგზე მუშაობას. ასევე მუშაობდა ვებ დიზაინ პროექტებში არტ დირექტორისა და UI&UX დიზაინერის პოზიციაზე: ,,დომუს ალუმინიუმი“, ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია“, ლუდსახარში ,,ზედაზენი“, ,,ნოქსტონი“, ,,ბენე ჯგუფი“, ,,ლივინგსტონი“, სადაზღვევო კომპანია ,,ალფა“ და ა.შ.

დღეს არის ფრილანს დიზაინერი და აქვს საკუთარი კომპანია, სადაც არის მამაკაცის ტანსაცმლის ბრენდ ,,პალეკარტი“-ს თანადამფუძნებელი და Chief Brand Officer (CBO).