ინტერიერის დიზაინის კურსის განმავლობაში ისწავლი Archicad-ს ნულიდან. გაეცნობი ტექნიკურ და თეორიულ ნაწილს, საინტერესო არქიტექტორებს, დიზაინერებს და მათ ნამუშევრებს. გაიგებ, როგორ შეარჩიო ფერთა პალიტრა, განათება, ავეჯი და მასალა, როგორ აქციო ნებისმიერი სივრცე ადამიანის იდენტობის ნაწილად.
კურსი დაგეხმარება ინტერიერის დიზაინერად ჩამოყალიბებაში და ინდივიდუალური ხედვის ფორმირებაში. საბოლოოდ შეძლებ, რომ გადადგა პირველი ნაბიჯები ამ სფეროში და დასაქმდე დამწყები ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.
არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი
ბავშვობიდან ხატავს, დიდხანს არ უფიქრია რა მიმართულებით სურდა პროფესიის არჩევა, რადგან ზუსტად იცოდა.
2014 წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე. 2019 წელს სწავლა განაგრძო მაგისტრატურაზე, იმავე უნივერსიტეტში, არქიტექტურის მიმართულებით. 1 სემესტრის შემდეგ ჩააბარა იტალიაში, ბარის ტექნიკურ უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.
მისი ამ სფეროსთან შეხება იწყება საცხოვრებელი სახლების პროექტებით. პირველი სამსახური იყო სასტუმროების ქსელი, ’’Communal Hotels“-ი, სადაც 1 წლის განმავლობაში მუშაობდა პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.
კომუნალის შემდეგ შეუერთდა AD Studio-ს გუნდს, არქიტექტორის პოზიციაზე. აქ მუშაობის განმავლობაში არქიტექტურული პროექტების გარდა ჰქონდა ურბანული პროექტებიც.
ამჟამად არის m2 დეველოპმენტის ინტერიერის დიზაინერი.
მის პორტფოლიოში შეხვდებით შემდეგ პროექტებს: AD Studio- ში განხორციელებულ, როგორც ქალაქგეგმარებით, ისე არქიტექტურული პროექტებს (რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, სამედიცინო საწყობი), m2 დეველოპმენტის თითქმის ყველა მიმდინარე პროექტი.
ინდივიდუალური პროექტები: საცხოვრებელი ბინის ინტერიერის დიზაინი რჩეულიშვილის ქუჩაზე, ჯიქიას ქუჩაზე, ბარნოვის ქუჩაზე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი წავკისში, ტაბახმელაში, ლისზე.
არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი
,,სტუდენტები ახალ აღმოჩენებს გააკეთებენ საკუთარ ხედვაში.“
ბავშვობიდან ზუსტად იცოდა, რომ არქიტექტორობა უნდოდა. სხვა პროფესიაზე არც უფიქრია. მისი ამ სფეროში მოღვაწეობა 2012 წლიდან იწყება.
სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე. ბაკალავრის დასრულების შემდეგ მაგისტრატურა განაგრძო ლისაბონის უნივერსიტეტში, არქიტექტურის განხრით. სწავლის პარალელურად პრაქტიკას გადიოდა ლისი დეველოპმენტში.
მას შემდეგ უკვე დაიწყო ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობა. 2019-2020 წლებში იყო სტუდია 9-ში, ინტერიერის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი. 2021 წელს დააფუძნა საკუთარი კომპანია FORMS STUDIO.
ხშირად ესწრება საერთაშორისო ვორქშოფებსა და ფესტივალებს. 2014 წელს, ფლორენციაში Romualdo Del Bianco-ს ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა. 2015 წელს ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში ტრიენალეს მონაწილე იყო.
უმუშავია ისეთ პროექტებზე, როგორიც არის: Kachreti Villa Ambassadori, ფრანგული კაფე Malongo, Apex Development-ის საოფისე სივრცეები, გურული ღვინოების მარნების დიზაინი, ქართული ღვინის კულტურის ცენტრი.
ინდივიდუალურად უმუშავია საცხოვრებელი სივრცეების, ბინების, აპარტამენტების დიზაინზე.
ინტერიერის დიზაინის შემადგენელი სტილები
საპროექტო სივრცის ანალიზი
ტექნიკური ნაწილი
Archicad
Archicad , ინტერიერის დიზაინის ტექნიკური დეტალები
ინტერიერის დიზაინის შემადგენელი ბრენდები. ელექტროობის ნახაზი
Adobe Photoshop
პრეზენტაციის აწყობა
კომუნიკაცია
დასკვნითი ლექცია