კურსის განმავლობაში ისწავლი 3ds max პროგრამას. გაიგებ, როგორ უნდა შექმნა ფოტორეალისტური ინტერიერის დიზაინი. გაეცნობი სწორი პრინციპებით მუშაობას, ტექსტურების, კამერისა და განათების გამოყენებას, სარენდერო ეფექტებს.
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ ინტერიერის რენდერების მომზადებას და მოდელირებას. ეს ყველაფერი დაგეხმარება, რომ დამკვეთს წინასწარ წარუდგინო პროექტი ზუსტად ისეთი ვიზუალით, როგორიც ეს საბოლოო ინტერიერის შემთხვევაში იქნება.
დაჩი ხაზალია
ინტერიერის დიზაინერი / 3D გრაფიკოსი
“მჯერა, რომ ყველა ადამიანს გააჩნია შემოქმედებითი ხედვა, რომლის გამოვლინებაც ხდება დისციპლინისა და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად”.
2017 წლიდან დაიწყო ინტერიერის დიზაინის სამყაროს გაცნობა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ავეჯის დიზაინის მიმართულებით და წარმატებით დაასრულა მაგისტრატურაც. მანამდე კი წარმატებით გაიარა ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის ექვსწლიანი პროგრამა.
2018 წელს დაიწყო 3ds Max-ის შესწავლა, რაც მალე გადაიზარდა პროფესიულ საქმიანობაში.
2019 წლიდან მუშაობს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით.
2019 წელს მონაწილეობა მიიღო ფერწერის საერთაშორისო ვორქშოფში სლოვაკეთში, ხოლო 2022 წელს – ზალცბურგის საერთაშორისო დიზაინის კვირეულში (International Design Week Kuchl 2022).
2020 წელს შეუერთდა Meti Development-ის გუნდს, სადაც დააგროვა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება როგორც ინტერიერის, ასევე არქიტექტურის დიზაინის მიმართულებით.
2022 წლიდან მუშაობდა Apart Showroom-ში ინტერიერის დიზაინერად, სადაც ქმნიდა როგორც კერძო საცხოვრებლების, ისე აპარტამენტების დიზაინს.
2024 წლიდან დღემდე საქმიანობს კომპანია Archi-ში 3D გრაფიკოსის პოზიციაზე.
უმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: Kraken, Apart Group, MS Builder, Green Development, Grill More, Momentus Development და სხვა.
Workshop 1 – შესავალი
დავალება: მარტივი ობიექტებითა და მათზე მოდიფიკაციით სამგანზომილებიანი კომპოზიციის შექმნა
დავალება: არსებულ სცენაში განათების დაყენება და რენდერის გაკეთება
დავალება: სამზარეოულოს მოდელირება,ბიბლიოთეკიდან შემოტანილი ობიექტების პოლიგონებით მოდიფიკაცია
დავალება: სამზარეულოს სრული ინტერიერის რენდერი
დავალება: აქსონომეტრიული რენდერის გაკეთება
დავალება: სამზარეულოს ინტერიერის მოწყობა, რენდერი და სამუშაო ფაილის ექსპორტი
დავალება: სველი წერტილის რენდერი: 3 ხედი და 360 გრადუსიანი