Academy logo
Academy logo
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

2 თვე
Hybrid

გრაფიკული დიზაინის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ვიზუალური კომუნიკაციის საფუძვლების ათვისება და დიზაინის მიმართულებების შესწავლა. სწავლისას შეისწავლით კომპოზიციას, ტიპოგრაფიკას, ფერთა თეორიას, Photoshop-სა და Illustrator-ში მუშაობას, რეტუშირებასა და საბეჭდი ფაილების მომზადებას.


სწავლის დასრულებისას შეძლებთ ვექტორული და რასტრული ვიზუალების შექმნას, ლოგოსა და ბრენდბუქის აწყობას, სტამბასთან სწორ კომუნიკაციასა და ფინალური პორტფოლიოს მომზადებას.

სილაბუსი

რას ისწავლი კურსზე

  • ვორქშოპი 1 | Photoshop-ის შესავალი – ინტერფეისი, დოკუმენტის მართვა, შრეები (Layers) და Marquee/Bucket ინსტრუმენტები.
  • ვორქშოპი 2 | ვიზუალური იერარქია და Select ინსტრუმენტები – თვალის ტრაექტორია (Eye Flow), კადრის ამოჭრა და საბეჭდი ფაილის მომზადება.

განრიგი

არადა, ახლა საუკეთესო დროა, მომავლის დასაგეგმად!

მზად ხარ ახალი თავგადასავლისთვის? გაეცანი ლექციების განრიგს მენტორებისა და კურსის ფორმატის მიხედვით

ქეთევან ჭიპაშვილი

: 26 ნოე. 2026

ქეთევან ჭიპაშვილი გრაფიკული დიზაინერია და ამჟამად იკავებს „წისქვილი ჯგუფში“ უფროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციას. სფეროში 2020 წლიდან საქმიანობს და გამოცდილება აქვს როგორც ქართულ, ისე ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობის. მის პროფესიულ პროექტებს შორისაა „ვერის უბნის მელოდიები“, „შენს გემოზე“, Little Sprouts, Apex - Premium Fitness Center და 3Round.

მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ბრენდინგს, ვიზუალური იდენტობის შექმნას, ტიპოგრაფიასა და ციფრულ დიზაინს. გრაფიკული დიზაინის კურსზე სტუდენტებს გაუზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას, ასწავლის Adobe Photoshop-სა და Illustrator-ს და დაეხმარება კრეატიული პოსტერების შექმნაში, რომლებიც მათი პროფესიული პორტფოლიოს ნაწილი გახდება.

2 თვე
Hybrid
,
19:00 - 22:00

მზად ხარ?

რა დაგჭირდება სწავლისთვის

კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს

  • RAM 8-16
  • I5

მზად ხარ?

რა დაგჭირდება სწავლისთვის

კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს

  • RAM 8-16
  • I5

მათი შთაბეჭდილებები

არადა, ახლა საუკეთესო დროა, შენც დაიწყო!

გაეცანი წარმატებული სტუდენტების ისტორიებს

გიორგი გრიგალაშვილი  testimonial

გიორგი გრიგალაშვილი

გრაფიკული დიზაინი

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე გრაფიკული და მოუშენ დიზაინის კურსები, რაც ჩემი კარიერის საუკეთესო დასაწყისი აღმოჩნდა. 


კურსების დასრურების შემდეგ, შესაძლებლობა მქონდა, რომ ჩემს გონებაში ჩაფიქრეული ვიზუალები რეალობად მექცია, შემექმნა რაღაც ახალი ჩემი ინდივიდუალიზმით. 

თამარ ტაველიძე testimonial

თამარ ტაველიძე

გრაფიკული დიზაინი

ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ძალიან მომეწონა გარემო, მასწავლებელი და ის, რომ კურსების თავიდან ყურებაც ყოველთვის შემეძლო, რაც ძალიან დამეხმარა.

ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ერთადერთი, რაც ცოტა გამიჭირდა, პროგრამების ჩამოტვირთვა და თავიდან გახსნა იყო, მაგრამ ამაშიც დამეხმარნენ და საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოვიდა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გამოცდილებით, ნამსვილად ვურჩევ აკადემიაში კურსების გავლას სხვებსაც. ❤️

მარიამი გოგოლაძე testimonial

მარიამი გოგოლაძე

გრაფიკული დიზაინი

ძალიან კარგი კურსია. ყველაზე მეტად რაც მომეწონა ისაა რომ პრაქტიკას ეთმობა დიდი დრო.

ნინო ნადირაძე testimonial

ნინო ნადირაძე

გრაფიკული დიზაინი

კურსით კმაყოფილი ვარ, არ მქონდა ამხელა მოლოდინი. რაც საჭირო იყო, ყველაფრის სწავლა მოვასწარით ამ მცირე დროში. ახლა უკვე ჩვენს პრაქტიკულ გამოცდილებაზეა ბევრი რამ დამოკიდებული.

არაჩვეულებრივი ლექტორი გვყავდა, რომელმაც დაუზარლად, ამომწურავად, მაქსიმალურად გასაგებად აგვიხსნა თითოეული ლექცია. ძალიან მეგობრული ადამიანია და თავის საქმის პროფესიონალია. ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო მასთან ურთიერთობა და ციფრული აკადემიის ეს კურსი მთლიანად. დიდი მადლობა!

მილენა მეიშვილი testimonial

მილენა მეიშვილი

გრაფიკული დიზაინი

ძალიან მომეწონა, ლექტორის ახსნის სტილი და ის რომ ყოველთვის დეტალურად გვიხსნიდა რა შეგვეძლო გაგვეუმჯობესებინა.

კურსი იყო ძალიან საინტერესო და გრაფიკული დიზაინის შესახებ ბევრი ახალი რამ ვისწავლე, მთლიანობაში ძალიან კარგი გამოცდილება იყო.

კარიერული განვითარების შესაძლებლობები

დაიწყე შენი კარიერა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად

გახდი კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე. კურსის დასრულებისთანავე მიიღე წვდომა პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები

Partner Logo 1
Partner Logo 2
Partner Logo 3
Partner Logo 4
Partner Logo 5
Partner Logo 6
Partner Logo 7
Partner Logo 8
Partner Logo 9
Partner Logo 10
Partner Logo 11
Partner Logo 12
Partner Logo 13
Partner Logo 14
Partner Logo 15
Partner Logo 16
Partner Logo 17
Partner Logo 18
Partner Logo 19

FAQ

კურსის განმავლობაში შეისწავლით ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა Adobe Photoshop, Adobe Illustrator
600₾
800₾
26 ნოე. 2026