E-commerce დეველოპმენტის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს საკუთარი ძალებით შექმნას კომერციული ვებსაიტი. ეს შეიძლება იყოს, ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს საკუთარი კომპანიის, თუ ბიზნეს იდეისათვის ააწყოს სხვადსხვა ტიპის ონლაინ მაღაზია, გამართოს საკუთარი ციფრული საკომუნიკაციო არხი, განივითაროს ვებ დიზაინის აწყობის უნარები და ა.შ
კურსი შესაძლებლობას მოგცემთ დეტალურად გაეცნოთ თუ როგორ მუშობს E-commerce სისტემა, ასევე მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება გაყიდვების ოპტიმიზაციისა და ონლაინ ბიზნესის გაზრდაში.
E-commerce დეველოპმენტის კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:
ინტერნეტის და ელექტრონული კომერციის ფუნქციონირების პრინციპები;
დასახული მიზნებისთვის სწორი გადაწყვეტის პოვნა, სწორად შერჩევა, კითხვების ჩამოყალიბება სასურველი პასუხების საპოვნელად;
WordPress-ის ძრავთან მუშაობა, SQL მონაცემთა ბაზის შექმნა, ინსტალაცია, ოპტიმიზაცია, დებაგინგი. Cpanel-ზე ნავიგაცია და ძირითადი მახასიათებლების ცოდნა;
WordPress თემების და ფლაგინების ინსტალაცია, მოდიფიკაცია და ცვლილებების შეტანა, საკუთარი დიზაინის შექმნა;
Woocommerce-ის ბაზაზე საკუთარი კომერციული ვებსაიტის შექმნა და მართვა;
ონლაინ მაღაზიის კომპლექსური კატალოგის შექმნა და მართვა
პროდუქციის ფილტრების შექმნა
ონლაინ მაღაზიის გაყიდვების ოპტიმიზაცია
მრავალენოვანი ვებსაიტის შექმნა
საბაზისო HTML5/CSS3/JS;
ვებსაიტის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები;
ვებსაიტის სისწრაფის გაუმჯობესების მეთოდები
მარკეტინგის და რეკლამირების ძირითადი პრინციპები.
ვებსაიტის Facebook shop-თან და სხვა ონლაინ კატალოგებთან ინტეგრაცია
ვებსაიტის SEO ოპტიმიზაციის პრინციპები
სხვადასხვა ანალიტიკური პლატფორმების ინტეგრაცია.
E-commerce დეველოპმენტის კურსის მენტორი
ირაკლი ხიზანიშვილი
2018 წლიდან არის ვებ-დეველოპერი და ციფრული მარკეტერი. პარალელურად მუშაობს ციფრული მარკეტინგის სერვისების მიმართულებით (SEO, SEM, FB Ads, Branding, etc.).
მისი ტექნიკური ცოდნა მოიცავს: HTML/CSS/JS, PHP, MySQL; ვებ-ძრავები – WordPress, Shopify, Wix.
ამჟამად მუშაობს, კრეატიულ სააგენტო Redberry-ში, Senior WordPress Developer-ად. მონაწილეობა მიუღია 20-ზე მეტ ქართულ და საერთაშორისო პროექტში.
რატი თაბაგარი
2015 წლიდან არის ვებ დეველოპმენტის სფეროში. ამჟამად მუშაობს, Allbest.Ge (CEO), Prowebexperts (WordPress Development), Freelance პროექტები.
ასევე, არის კომპანია შპს ოლბესთის (www.allbest.ge) დირექტორი და დამფუძნებელი.
უმუშავია უამრავ ქართულ და უცხოურ კომპანიასთან, შემდეგ პროექტებზე: allbest.ge, multimart.ge, kreston.ge, innotech.ge, cleargloves.com, kanti.edu.ge, sightgeorgia.ge, gvino.me და სხვა.
ძრავის კომპონენტები ონლაინ მაღაზიისათვის, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები;
WordPress-ის ინსტალაცია
Workshop 2 – WordPress მიმოხილვა
განსხვავება გვერდებსა და პოსტებს შორის;
მართვის პანელის ძირითადი აღწერილობა;
პოსტის შექმნა/ კატეგორიის მნიშვნელობა, შექმნა, მეტა ინფორმაცია, ქივორდები და თეგები/ გვერდის შექმნა / ქვეგვერდის შექმნა/ კატეგორიის მიბმა გვერდებზე და პოსტებზე;
ფოტოების დამატება, სურათების ოპტიმიზაცია, მოჭრა, სქეილი, ვებისთვის ოპტიმიზება;
მენიუს ტიპები და მისი ადგილმდებარეობა ვორდპრესში; WordPress ფაილური სტრუქტურა;
ინფორმაციის სტრუქტურირება ვებგვერდზე;
დავალება: ვებ-გვერდის სტრუქტურის შემუშავება.
Workshop 3 – თემა/დიზაინი
რა არის თემა;
დიზაინების მიმოხილვა;
მოძიება/შერჩევა/დამატება (უფასო და ფასიანი თემები);
დავალება: დიზაინის არჩევა, მისი ინსტალაცია და Data Import
Workshop 4 – ფლაგინი
რა არის ფლაგინი;
მოძიება/შერჩევა/დამატება (უფასო და ფასიანი ფლაგინები);
აუცილებელი ფლაგინები რომლებიც გაგიადვილებთ მრავალფეროვანი ვებ გვერდის შექმნას;
Slider Revolution და მსგავსი ფლაგინები;
Wpbakery და Elementor მიმოხილვა
Maintenance Mode;
საკონტაქტო ფორმები;
დავალება: მთავარი გვერდის შექმნა Slider revolution, elementor/Wpbakery და საკონტაქტო ფორმის გამოყენებით