პროგრამირება არის სასაუბრო ენა ადამიანებსა და კომპიუტერებს შორის.
ვებ დეველოპერი (იგივე პროგრამისტი) კი არის ადამიანი, რომელმაც ეს ენა იცის. ანუ აქვს უნარები კომპიუტერისთვის გასაგებ ენაზე დაწეროს ის ინსტრუქცია, რომელსაც შემდგომში კომპიუტერი შეასრულებს.
მსოფლიოში მილიონობით ვებგვერდი და აპლიკაცია არსებობს, ამ ვებგვერდებას და აპლიკაციებს კი ვებ დეველოპერები ქმნიან.
ვებ პროგრამირების კურსის მიზანია, შენც ერთ-ერთი მათგანი გახდე.
ვებ პროგრამირების კურსის განმავლობაში ნულიდან ისწავლი Front-end დეველოპმენტს. კურსის დასრულების შემდეგ კი დამოუკიდებლად შეძლებ ვებგვერდის ვიზუალის აწყობას, რომელიც მორგებული იქნება დესკტოპის, პლანშეტისა და მობილურის რეზოლუციებზე.
გარდა ამისა, შეძლებ, დასაქმდე ამ მიმართულებით.
კურსის განმავლობაში ნულიდან ისწავლი როგორ უნდა ააწყო ვებ გვერდი html-ისა და css-ის საშუალებით.
დეტალურად გაეცნობი HTML-ის ძირითადად სტრუქტურას და CSS-ის სტილებს (სილაბუსის მიხედვით).
გაიგებ, როგორ უნდა ააწყო გვერდის სტრუქტურა, როგორ უნდა დაამატო სტილები და ლოგიკა.
კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ იქმნება ის ვებ-გვერდები თუ აპლიკაციები, რომლებსაც ყოველდღე ვიყენებთ და უნდა მათი შექმნა თავადაც შეძლოს.
მათი შთაბეჭდილებები
გაეცანი წარმატებული სტუდენტების ისტორიებს
თეკლე ვაჩაძე
ვებ პროგრამირების კურსი
დიდი მადლობა ციფრული ინდუსტრიის აკადემიას ამ საინტერესო და ნაყოფიერი კურსისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მენტორებს, რომლებიც მთელი კურსის განმავლობაში ყოველთვის მზად იყვნენ დახმარებისთვის და გულწრფელად გვიზიარებდნენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. თქვენი მხარდაჭერა, მოთმინება და მოტივაცია ამ პროცესს ბევრად უფრო საინტერესო და მარტივად გასავლელს ხდიდა. ამ კურსმა ძალიან ბევრი ახალი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შემძინა, რაც, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მნიშვნელოვნად გამომადგება.
FAQ