ტექ რეკრუტინგის კურსის განმავლობაში გაეცნობი რეკრუტინგის თანამედროვე მიდგომებს და საერთაშორისო სტანდარტებს.
გაივლი ყველა ეტაპს რეკრუტინგის სწორად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
ისწავლი, როგორ უნდა შეადგინო სამუშაოს აღწერილობა კანდიდატისთვის, როგორ უნდა მოიძიო საუკეთესო კანდიდატი, როგორ უნდა დაამყარო მასთან სწორი კომუნიკაცია.
გაიგებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კანდიდატის გამოცდილება და რა როლს ასრულებს ის დამსაქმებლის ბრენდის შენებაში.
გარდა ამისა, დეტალურად გაეცნობი ძირითად ტექ პოზიციებს, მათ ფუნქციონალს და სამუშაო აღწერილობას.
პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით დაეუფლები Linkedin – ის საძიებო ალგორითმებს და ინტერვიუს სწორად წარმართვის ტექნიკას.
კურსის ბოლოს შენთვის კარგად ნაცნობი იქნება რეკრუტინგის ყველა ძირითადი ასპექტი და შეძლებ დაიწყო კარიერა ამ მიმართულებით.
თუ გსურს კარიერა IT რეკრუტინგის ან ტექნოლოგიური HR-ის მიმართულებით, ეს კურსი დაგეხმარება ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეულად შესწავლაში და სწორი კანდიდატების შერჩევის უნარის განვითარებაში.
კურსი აერთიანებს როგორც თეორიას, ისე პრაქტიკულ დავალებებს — კურსის განმავლობაში ისწავლი LinkedIn ალგორითმებით, პოზიციების შეფასებითა და ინტერვიუს მართვის ტექნიკით მუშაობას.
კურსის განმავლობაში შეისწავლი რეკრუტინგის სრულ ციკლს, თანამედროვე მიდგომებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. გაეცნობი ტექ პოზიციებსა და პროგრამულ ენებს, ისწავლი LinkedIn-ზე და GitHub-ზე კანდიდატების ძიებას, Boolean და X-Ray ალგორითმებს, ინტერვიუს ჩატარების ტექნიკასა და AI ხელსაწყოების გამოყენებას რეკრუტინგში.
კურსი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი HR სპეციალისტებისთვის, რეკრუტერებისთვის და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ვისაც სურს ისწავლოს IT სფეროში ტალანტების მოძიებისა და შერჩევის თანამედროვე მეთოდები.
FAQ