Python არის პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის პროგრამების, ვებაპლიკაციების, ავტომატიზაციის და მონაცემთა ანალიზის შესაქმნელად. Python გამოირჩევა მარტივი სინტაქსით, ამიტომ შესაფერისია როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალებისთვის.
Python არ შემოიფარგლება მხოლოდ კოდის წერით, იგი საშუალებას გაძლევს შექმნა ვებაპლიკაციები, ავტომატიზებული სქემები, მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტები და ალგორითმული სისტემები, რომლებიც რეალურ პრობლემებს აგვარებს.
Python-ის კურსი გაძლევს საშუალებას ისწავლო, როგორ დაწერო პროგრამები ნულიდან და გაეცნობი პროგრამირების ძირითად პრინციპებს. კურსის დასრულების შემდეგ კი დამოუკიდებლად შექმნი რეალურ პროექტებს.
Python-ის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გთავაზობს საფუძვლიან შესავალს პროგრამირების საფუძვლებში.
კურსის განმავლობაში დაეუფლები Python-ის მთავარ კონცეფციებს, გაეცნობი ვებ დეველოპმენტის პროცესებს და შეძლებ რეალური პროექტების შექმნას.
კურსის განმავლობაში გაეცნობი ერთ-ერთ გავრცელებულ პროგრამირების ენას Python-ს და მის მთავარ ასპექტებს.
გაიგებ, რას ნიშნავს პროგრამული აზროვნება და როგორ უნდა განავითარო იგი.
გაეცნობი პროგრამირების და ვებ დეველოპმენტის საფუძვლებს.
Python-ის კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს დაეუფლოს პროგრამირების საფუძვლებს და დამოუკიდებლად შეძლოს ვებ და სხვა ტიპის პროექტების შექმნა.
ფორმატი: ონლაინ/ოფლაინ
ფასი: 900₾
ხანგრძლივობა: 2 თვე (14 ლექცია)
მზად ხარ?
კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს
მზად ხარ?
კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს