Academy logo
Academy logo
Mobile ფოტოგრაფიის კურსი

Mobile ფოტოგრაფიის კურსი

1 თვე
In Person

მობილური ფოტოგრაფიის კურსზე ისწავლი, როგორ შექმნა ვიზუალურად გამართული და შინაარსიანი ფოტოები სმარტფონის გამოყენებით. გაეცნობი მობილური კამერის ტექნიკურ შესაძლებლობებს, ფოკუსისა და ექსპოზიციის მართვას, კომპოზიციის, ვიზუალური იერარქიის, განათების, რაკურსისა და პერსპექტივის პრინციპებს. პრაქტიკული ვორქშოპების ფარგლებში შეისწავლი როგორ გადაიღო ფოტო ბუნებრივი და ხელოვნური განათებით, გაეცნობი პორტრეტულ, ქუჩისა და სამოგზაურო ფოტოგრაფიას, ასევე ფოტოების დამუშავების ტექნიკებს - ფერების, კონტრასტის, ტონალობისა და კადრირების კორექციას.

კურსი მოიცავს 10 პრაქტიკულ ვორქშოპს, რომელთა განმავლობაში შეასრულებ სხვადასხვა დავალებას, განავითარებ საკუთარ ვიზუალურ ხედვას და ისწავლი ფოტოების საშუალებით ამბის გადმოცემას. გაეცნობი ფოტოების შერჩევის, თანმიმდევრობით დალაგებისა და პორტფოლიოს შექმნის პრინციპებს. კურსის ბოლოს კი შექმნი და წარადგენ ფინალურ პროექტს, 5-8 ფოტოსგან შემდგარ ვიზუალურ ისტორიას, რომელიც თემით, კონცეფციითა და ფოტოგრაფიული სტილით იქნება გაერთიანებული.

სილაბუსი

რას ისწავლი კურსზე

  • ვორქშოპი 1 | კამერის პარამეტრები – ფოკუსირება, ექსპოზიცია, სტაბილიზაცია, ობიექტივები და Behance პორტფოლიო.
  • ვორქშოპი 2 | სინათლე და ექსპოზიცია – ბუნებრივი/ხელოვნური განათება, ინტენსივობა, ჩრდილები და ექსპოზიციის კორექცია.

განრიგი

გაეცანი კურსის დეტალურ განრიგს და გაიგე მენტორის შესახებ

მზად ხარ ახალი თავგადასავლისთვის? გაეცანი ლექციების განრიგს მენტორებისა და კურსის ფორმატის მიხედვით

ნინო მეგენეიშვილი

: 28 ნოე. 2026

ნინო მეგენეიშვილი freelance ფოტოგრაფი, მობილური ფოტოგრაფიის ლექტორი და Advan Production-ის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელია. ფოტოგრაფია ბავშვობიდან მისი ცხოვრების ნაწილია, ხოლო 2019 წლიდან აქტიურად მუშაობს კრეატიულ ინდუსტრიაში. სხვადასხვა დროს, მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულა Mixmag UK-ში, ხოლო პროექტების ფარგლებში უმუშავია The Body Shop, Weleda, Bank of Georgia, TBC Bank და სხვა ბრენდებთან. კურსზე სტუდენტებს გაუზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას და ასწავლის, როგორ აქციონ მობილურის კამერა ემოციური, ტექნიკურად გამართული და ინდივიდუალური ვიზუალის შექმნის ინსტრუმენტად.

1 თვე
In Person
,
19:00 - 21:00

კარიერული განვითარების შესაძლებლობები

დაიწყე შენი კარიერა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად

გახდი კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე. კურსის დასრულებისთანავე მიიღე წვდომა პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები

Partner Logo 1
Partner Logo 2
Partner Logo 3
Partner Logo 4
Partner Logo 5
Partner Logo 6
Partner Logo 7
Partner Logo 8
Partner Logo 9
Partner Logo 10
Partner Logo 11
Partner Logo 12
Partner Logo 13
Partner Logo 14
Partner Logo 15
Partner Logo 16
Partner Logo 17
Partner Logo 18
Partner Logo 19

FAQ


არა, კურსი განკუთვნილია დამწყებთათვისაც. სწავლა იწყება მობილური კამერის შესაძლებლობების გაცნობითა და ფოტოგრაფიის საფუძვლებით, შემდეგ კი ეტაპობრივად გადავდივართ გადაღებისა და ფოტოების დამუშავების პრაქტიკული ტექნიკების შესწავლაზე.
800₾
28 ნოე. 2026