Academy logo
Academy logo
ინტერიერის დიზაინის კურსი

ინტერიერის დიზაინის კურსი

1 თვე
Online

ინტერიერის დიზაინი სივრცის ორგანიზების ხელოვნებაა.


ეს სფერო აერთიანებს არქიტექტურას, ფერთა ჰარმონიას და დიზაინის პრინციპებს, რათა შეიქმნას გარემო, სადაც ადამიანს სურს ცხოვრება და მუშაობა.

ინტერიერის დიზაინერი ფერებით, ფორმებითა და განათებით ქმნის ატმოსფეროს, რომელიც გამოხატავს ინდივიდის სტილსა და საჭიროებებს.


ინტერიერის დიზაინის კურსი დაგეხმარება ისწავლო, როგორ გადაიტანო იდეა რეალურ სივრცეში - ესთეტიკურად, პრაქტიკულად და პროფესიონალურად.


რატომ უნდა აირჩიო ინტერიერის დიზაინის კურსი?

ინტერიერის დიზაინის კურსის გავლის შემდეგ ჩამოგიყალიბდება ინდივიდუალური ხედვა და შეძლებ, დასაქმდე დამწყები ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე. თანაც ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა ოფლაინის გარდა ონლაინაც შეგიძლია, საკუთარი სახლიდან. 


რას შეისწავლი კურსზე?

კურსის განმავლობაში ისწავლი Archicad-ს ნულიდან. 

გაეცნობი ტექნიკურ და თეორიულ ნაწილს, საინტერესო არქიტექტორებს, დიზაინერებს და მათ ნამუშევრებს. 

გაიგებ, როგორ შეარჩიო ფერთა პალიტრა, განათება, ავეჯი და მასალა, როგორ აქციო ნებისმიერი სივრცე ადამიანის იდენტობის ნაწილად.


ვის შეუძლია ინტერიერის დიზაინის შესწავლა?

ინტერიერის დიზაინის შესწავლა შეუძლია ყველას, ვისაც ამის სურვილი და ხედვა აქვს. 

განრიგი

გაეცანი კურსების დეტალურ განრიგს

მზად ხარ ახალი თავგადასავლისთვის? გაეცანი ლექციების განრიგს მენტორებისა და კურსის ფორმატის მიხედვით

ელენე ღვინეფაძე

: 23 ივლ. 2026

ელენე ღვინეფაძე არის არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი და „ციფრული ინდუსტრიის აკადემიის“ ლექტორი. მან არქიტექტურის მიმართულებით განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბარის ტექნიკურ უნივერსიტეტში (იტალია) მიიღო, რის შემდეგაც მოღვაწეობა „AD სტუდიოში“ დაიწყო. ამჟამად იგი დამოუკიდებელ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა და უძღვება საავტორო კურსს ინტერიერის დიზაინის შესწავლის მსურველთათვის.


მისი ექსპერტიზის ძირითადი სფეროებია: არქიტექტურული და სივრცითი პროექტირება, ინტერიერის დიზაინი, პროექტების კოორდინირება, განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) შემუშავება და პროფესიული პროგრამების (ArchiCAD, 3ds Max, Photoshop) მართვა.


ელენეს პორტფოლიო მოიცავს სასტუმროების ქსელ „Communal Hotels“-ის პროექტების კოორდინირებას (მათ შორის თელავის სასტუმროს), კერძო საცხოვრებელ ვილებს ტაბახმელაში, წავკისსა და ლისზე, ასევე საწყობის პროექტს აეროპორტის დასახლებაში. მისი კურსი სტუდენტებს სთავაზობს თეორიულ და პრაქტიკულ ბაზას, რაც აუცილებელია ინტერიერის დიზაინის სრული ციკლისა და ტექნიკური პროგრამების ასათვისებლად.

1 თვე
Online
,
20:00 - 23:00

სილაბუსი

რას ისწავლი
  • ლექტორის გაცნობა
  • ვინ არის ინტერიერის დიზაინერი. ფუნქცია-მოვალეობები
  • ინტერიერის დიზაინის შემადგენელი სტილები
  • დეტალები ინტერიერის დიზაინში. The details are not the details.They make the design

კარიერული განვითარების შესაძლებლობები

დაიწყე შენი კარიერა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად

გახდი კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე. კურსის დასრულებისთანავე მიიღე წვდომა პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები

Partner Logo 1
Partner Logo 2
Partner Logo 3
Partner Logo 4
Partner Logo 5
Partner Logo 6
Partner Logo 7
Partner Logo 8
Partner Logo 9
Partner Logo 10
Partner Logo 11
Partner Logo 12
Partner Logo 13

FAQ

ინტერიერს დიზაინის კურსზე ნულიდან ისწავლი Archicad-ს
700
23 ივლ. 2026