HR ადამიანური რესურსების მართვის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ორგანიზაციული მართვის პოლიტიკა ან გაიღრმავოს არსებული HR უნარები. სწავლისას შეისწავლით HR სტრატეგიას, რეკრუტინგს, Onboarding-ს, MBO/360° შეფასებებს, მოტივაციის სისტემებსა და შრომის კოდექსს.
კურსის შედეგად შეძლებთ გუნდების ეფექტურ მართვას, HR პროცესების ავტომატიზაციას, შრომითი ურთიერთობების რეგულირებასა და საკუთარი HR ბრენდის ჩამოყალიბებას
სილაბუსი
მათი შთაბეჭდილებები
გაეცანი წარმატებული სტუდენტების ისტორიებს
ქეთი კახაძე
ადამიანური რესურსების მართვის კურსი
კურსი ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო, რაც მენტორის დამსახურებაა, მოლოდინებს გადააჭარბა და ძალიან კმაყოფილი ვარ.
უღრმესი მადლობა, წარმატებები.
ელისაბედ ეუბიძე
ადამიანური რესურსების მართვის კურსი
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მიღებული გამოცდილებით ძალიან კმაყოფილი ვარ. კურსი იყო საოცრად საინტერესოდ და პროფესიონალურად დაგეგმილი. იმდენად ბევრი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე, რომ ვფიქრობ, უნივერსიტეტში ამის შესწავლას რამდენიმე წელი დასჭირდებოდა, აქ კი ყველაფერი ერთ თვეში შევისწავლე მარტივად და გასაგებად.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მენტორს. ის არის არაჩვეულებრივი მენტორი, რომელმაც ცოდნის გადმოცემასთან ერთად შეძლო ჩემი მოტივაციისა და ინტერესის გაღვივებაც. მისი ლექციები ყოველთვის საინტერესო, შინაარსიანი და დასამახსოვრებელი იყო. სწორედ მისი მხარდაჭერისა და პროფესიონალიზმის წყალობით კიდევ უფრო შემიყვარდა ეს სფერო.
ძალიან მიხარია, რომ სწორედ ეს კურსი ავირჩიე. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელმაც დიდი ცოდნა, გამოცდილება და თავდაჯერებულობა შემმატა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც სიამოვნებით შევუერთდები ციფრული ინდუსტრიის აკადემიას.
დიდი მადლობა მთელ გუნდს და განსაკუთრებით მენტორს დაუვიწყარი ლექციებისთვის, მხარდაჭერისა და იმ მოტივაციისთვის, რომელიც თითოეულ სტუდენტს აძლევს! ❤️
თამთა შეყლაშვილი
ადამიანური რესურსების მართვის კურსი
კურსით ძალიან კმაყოფილი ვარ. მივიღე უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელმაც ჩემი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გაამდიდრა.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მენტორს, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა ჩადო სასწავლო პროცესში. იგი პროფესიონალურად, გასაგებად და საინტერესოდ გვაწვდიდა ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც კურსს კიდევ უფრო ღირებულს ხდიდა.
აღნიშნული კურსი ჩემთვის დიდი მოტივაციის წყარო გახდა და აუცილებლად გავუწევ რეკომენდაციას ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რათა მათაც მიიღონ მონაწილეობა და ისარგებლონ ამ შესაძლებლობით.
მადლობა მთელ გუნდს გაწეული შრომისა და პროფესიონალიზმისთვის. განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ასეთ მოკლე პერიოდში შევძელით ამდენი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხის შესწავლა.
მარიამი სალთხუციშვილი
ადამიანური რესურსების მართვის კურსი
საუკეთესო მენტორი, რომელიც გარდა თეორიული ნაწილისა ასევე გვიზიარებდა საკუთარ საკმაოდ დიდ გამოცდილებას ამ სფეროში.
კარგი კომუნიკაცია, თითოეულ ლექციას ეტყობოდა რომ იყო ნაშრომი და ნაფიქრი.
კარგი კომუნიკაცია არამარტო სალექციო პერიოდში არამედ მის მერეც. საერთოდ სხვა თვალით დავინახე HR-ი
FAQ