Academy logo
Academy logo
WordPress & E-commerce Development

WordPress & E-commerce Development

2 თვე
Online

კურსის განმავლობაში გაეცნობი მთლიან E-commerce სისტემას. ისწავლი WordPress/WooCommerce ძრავთან მუშაობას, პლაგინების ინსტალაციას და ონლაინ მაღაზიის კატალოგის შექმნას. მიიღებ პრაქტიკულ ცოდნას გაყიდვების ოპტიმიზაციისა და ონლაინ ბიზნესის სფეროში.

საბოლოოდ შეძლებ, რომ შექმნა სასურველი ტიპის ვებგვერდი ან ონლაინ მაღაზია.

განრიგი

მზად ხარ ახალი თავგადასავლისთვის? გაეცანი ლექციების განრიგს მენტორებისა და კურსის ფორმატის მიხედვით

შოთა ჯავახიშვილი

: 29 ივნ. 2026

WordPress Web Developer 


მე ვარ შოთა ჯავახიშვილი - Fab Lab Manager-ი  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში. 


ვარ ფრილანსერი WordPress დეველოპერი eCommerce მიმართულებით და მოწვეული ლექტორი სხვადასხვა დაწესებულებებში.


ინტერესი WordPress-ის მიმართ გამიჩნდა მაშინ, როდესაც პირველად დამჭირდა სრულად ფუნქციონირებადი საიტის აწყობა და მივხვდი, რომ ერთი პლატფორმით შეიძლებოდა როგორც სწრაფი პროტოტიპის გაკეთება, ისე რეალური ბიზნეს-საიტის დამზადება. 


პროფესიულად Wordpress დეველოპერად დასაქმებული ვარ 2020 წლიდან და ამჟამად ვმუშაობ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში კასპის ტექნოპარკში Fab-Lab (ინდუსტრიული ლაბორატორიის) მენეჯერის პოზიციაზე. 


აგრეთვე ვმუშაობ კასპის პროფესიულ კოლეჯში ლინუქს და მობილური სისტემების ლექტორად.


რჩევა [რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მივცემდი]:


„არ დაელოდო მოტივაციას — დისციპლინა მოგიტანს შედეგს, შედეგი კი მოტივაციას.“

2 თვე
Online
,
19:30 - 21:30

სილაბუსი

რას ისწავლი
  • რა არის ელექტრონული კომერცია და მისი მნიშვნელობა
  • E-commerce ბიზნეს მოდელები
  • E-commerce დეველოპმენტის პლატფორმები
  • ვებდიზაინის ძირითადი ელემენტები
  • როგორ ვიწყებთ საიტზე მუშაობას (პროცესები)
  • რა არის დომენი და ჰოსტინგი
  • სამართავი პანელი Cpanel-ის მიმოხილვა
  • ძრავის კომპონენტები ონლაინ მაღაზიისათვის, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები;
  • WordPress-ის ინსტალაცია

კარიერული განვითარების შესაძლებლობები

დაიწყე შენი კარიერა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად

გახდი კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე. კურსის დასრულებისთანავე მიიღე წვდომა პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები

Partner Logo 1
Partner Logo 2
Partner Logo 3
Partner Logo 4
Partner Logo 5
Partner Logo 6
Partner Logo 7
650
29 ივნ. 2026